ღვინის გზა

tv trialeti2
Created by tv trialeti2(User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Feb 11, 2018
Help Translate This Item

გორიდან ატენის მთიანი ხეობისკენ მიმავალ ტურიტებს გაზად რადენიმე აბრა ხვდებათ, მათ შორის თავლშისაცემია ,,ღვინის გზა". ,,ღვინის გზა" იწყება სოფელ ხიდისთავიდან და გრძელდება ატენის ხეობაში. გზაზე სადაც ტურიტებს უწევთ გადადგილება რამდენიმე ადგილობრივმა მარანი გააკეთა და ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოსულ სტუმრებს ღვინის დაგემოვნებას სთავაზობენ.

იოსებ ვანიშვილმა ღვინის მარანი ,,შატო ატენი" ერთი წლის წინ გახსდა,
მარანში რამდენიმე სახეობის ღვინოს აყენებენ, ხშირად ექსპერიმენტების ჩატარებაც უწევთ ასე მაგალითად "ხიდისთაური", "თავკვერის","ჩინებულის" და "გორული მწვანის" კუპაჟი", ,,შატო ატენში" მარანში ერთი წლის წინა დააყენეს, ექსპერიმენტმა გაამართლა ღვინომ მოწონება დაიმსახურა.

,,შატო ატენის" დამფუძნებელი იოსებ ვანიშვილი პასუხობს ჩვენს კითხვებს.

– როდის გახსენით მარანი, რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ?
– ვენახი გავაშენეთ 2010 წელს. მარანი გავხსენით 2016 წლის აგვისტოში. ოთხი სახის ღვინოს ვაწარმოებთ.ესენია: 1-ატენური. 2-ჩინური. 3-თავკვერი. 4-ხიდისთაური. ყველა მშრალი ღვინოა.
– თუ გაგაქვთ ექსპორტზე ღვინო და რომელ ქვეყნებში?
– ჩვენი ღვინო წელიწადნახევრიანი დაუღალავი შრომით გავიდა ექსპორტზე ამერიკაში, გემი გავიდა 6 თებერვალს.
 – გამოფენებსა და ღვინის ფესტივალში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
– თითქმის ყველა გამოფენას და ფესტივალს ვესწრებით,ფინანსურად ეს წაგებაა მაგრამ აუცილებელია დასწრება,რათა გააცნო მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია.
– გაამართლა თუ არა ფინანსურად მარნის გახსნამ?
– იცით მარნის გახსნა ადვილი არაა, მთავარი სამუშაო გახსნის შემდეგ იწყება. ეს ინდივიდუალურია და ბევრ დეტალს შეიცავს, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება. ვფიქრობ ჩვენ მარანს გავამართლებინეთ.
– საქართველოში ​ღვინის ბიზნესი და ბაზარი როგორია და როგორი უნდა იყოს?
– სამწუხაროდ ღვინის მაღაზიების უმეტესობა თითქმის 100% უმატებს.და გადახდასაც აგვიანებენ.რის გამოც ბევრი მაღაზიიდან ღვინო გამოვიტანე.
– რა ღირებულება აქვს შატო ატენის ღვინოს ატენში, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ?
– სამწუხაროდ ღვინის მაღაზიების უმეტესობა თითქმის 100% უმატებს და გადახდასაც აგვიანებენ. რის გამოც ბევრი მაღაზიიდან ღვინო გამოვიტანე.

,,ატენური" ესპანეთის რესტორანში

თეთრი ,,ატენური"

შავი ,,ატენური"

"ხიდისთაური", "თავკვერის","ჩინებულის" და "გორული მწვანის" კუპაჟი", ,,შატო ატენში"

– სოციალურ ქსელში ,,შატო ატენის" გვერდს, როდესაც ვათვალირებდი ერთი ვიდეო გედოთ ღვინის დაყენების პროცესის და ასეთი მინაწერი ჰქონდა "ხიდისთაური", "თავკვერის","ჩინებულის" და "გორული მწვანის" კუპაჟი", როგორი ღვინო გამოვიდა?
ხიდისთაური მართლაც საუკეთესო გამოვიდა.
– როგორ დაიწყეთ ბიზნესი მეღვინეობაში, მხოლოდ საკუთარი სახსრებით თუ სახელმწიფოც დაგეხმარათ?  
– მივიღეთ გრანტი აწარმოე საქართველოს ფარგლებში, რითიც შევიძინეთ მეღვინეობის ინვენტარი.
– რა მოცულობის ღვინოს აწარმოებთ?
– წელიწადში ვაწარმოებთ 5 000 ბოთლს.
– საკუთარი ვენახები გყოფნით თუ გიწევთ ყიდვაც?
– საკუთარი ვენახები წელს აღარ გვეყოფადა ჩავიბარებთ ყურძენს.

დრონიდან დანახული ატენი

გორის მუნიციპალიტეტში 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით 6 000 ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო 2017 წლის განმავლობაში 280 551 ვიზიტორი ვიზიტორი იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

რობერტ მაღლაკელიძე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ორი თვითმმართველი ერთეულის გაერთიანებამ დუბლირებული აიპების გაერთიანებაც გამოიწვია. ამ დროისთვის ტურისტული განვითარების სააგენტო ერთ–ერთ მსხვილ აიპად ჩამოყალიბდა, თუმცა ფორმირების პროცესი არ დასრულებულა.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021