ფრანგი არისტოკრატი დაკუჭული პერანგით, გაცრეცილი ტილოს შარვლითა და ანკესით

დღეს 16 აგვისტოა და ქართულ სამზარეულოზე შეყვარებული ფრანგი სომელიე 82 წლისა გახდა.

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Aug 15, 2017
Help Translate This Item

არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი უკუღმა და უცნაურად, განსხვავებულად ემართებათ. ასეთია ყველაზე „მაღალი, ქერა მამაკაცი“, 178 სმ სიმაღლის პიერ რიშარი.
დღეს 16 აგვისტოა და ქართულ სამზარეულოზე შეყვარებული ფრანგი სომელიე 82 წლისა გახდა.

პიერ რიშარი

ჰოდა, დილას ვიწყებთ ექსკლუზიური, რიშარისეული ღვინის ბოკლითა და ქართული ყველით. ცოტაოდენი მაისის თაფლიც და ეგ არის.
დღე-სასწაული ჩვენ, მეგობრებო, აგვისტოს დილის მადლითურთ.
ნანა ჯორჯაძის კულინარიულ ფილმში რომ იღებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ მქონდა მომზადებული რამდენიმე კითხვა ბატონ რიშარისთვის დასასმელად, მაგრამ ჩვენი შეხვედრა არ შედგა. ეს კარგი კურიოზი გახლავთ, მაგრამ ამაზე სხვა დროს გიამბობთ. ახლა კი, სანამ საფრანგეთისკენ ავიღებ გეზს, შეგახსენებთ თქვენი საყვარელი მსახიობისა და რეჟისორის განვლილი ცხოვრების ამბებს.

youtube embed goes here!

არისტოკრატიულ ოჯახში დაბადებულს, მუდამ ერიდებოდა საკუთარი წარმომავლობისა და მართლაც რთული და გრძელი სახელისა, რომელიც სრულად ასე ჟღერს: პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფეემი. გამოსავალი პატარა რიშარმა იმაში იპოვა, რომ გლეხური წარმომავლობის სამეგობროს გულის მოსაგებად, კლოუნის ნიღაბი მოირგო და ხუმრობითა და სიცილით გაალღო სოციალური კედლის სიცივე. სწორედ იმ დროიდან გაითავისა მომავალმა კომიკოსმა არტისტმა ერთი მარტივი და ქმედითი ჭეშმარიტება: თუ შენთან ერთად იცინიან, ესე იგი, არ სძულხარ და არც გაილახები.
და მაინც, „მაღალი ქერა მამაკაცი“ კვლავაც ყველაზე არისტოკრატი მასხარაა კინოსამყაროში. მისი გმირი მუდამ ფაქიზი, დაუცველი, ალალი და იმავდროულად, უდრეკი, დახვეწილი და მიმზიდველია. თან გაცინებს, თან ცრემლებს გაფრქვევინებს და თან ფიქრებსაც გიშლის, სადღაც, საკუთარი სულის ბნელ კუთხეებში გაძრომიალებს და ბოლოს მზესავით გამთბარსა და მშვიდს გტოვებს.

youtube embed goes here!

ჭაღარა არისტოკრატის ვირტუოზული შესრულება

ზუსტად ეს ფენომენი მინდა გავარკვიო მხცოვან არისტოკრატთან და თან იმედს ვიტოვებ, მისივე საიდუმლო რეცეპტით დაყენებულ ღვინოსაც დავაგემოვნებ.
მანამდე კი გავიხსენოთ, რომ პიერ რიშარმა პირველი კარიერული ნაბიჯები 33 წლისამ გადადგა. 1967-ში ივ რობერს შეხვდა და მაღალმა, ქერა და შავფეხსაცმელებიანმა მამაკაცმა შაპირდაპირ კინოკლასიკაში შეაბიჯა.
მერე იყო „მაღალი, ქერა მამაკაცის დაბრუნება“, „სათამაშო“... და 1981 წელს პიერ რიშარისა და ჟერარ დეპარდიეს უნიკალური ტანდემიც შედგა: „უიღბლონი“, „მამები“, „გაქცეულები“...
მერე კი ოქროს ხანას სხვა ინტერესები, პირადი ცხოვრების პერიპეტიები და ღვინო ანაცვლებს — მთელი 15 წლის განმავლობაში, სანამ ქართული სამზარეულო საღერღელს აუშლის. „ათას ერთი რეცეპტი“ მართლაც შეყვარებული კულინარისაგან ოსკარზეც იყო ნომინირებული. კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე კი პრიზი დაიმსახურა.

youtube embed goes here!

უნიკალური ტანდემი - პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე

2015 წელს კი პიერ რიშარმა, სამი ათეული წლის შემდეგ, კვლავ დეპარდიესთან ერთად ითამაშა ფილმში "აგაფია"...
დღეს მართლაც უცნაური და მრავალმხრივ ნიჭიერი იუბილარი გვყავს. მასთან შეხვედრის ადგილისა და დროის არჩევა მიჭირს. ერთნაირად მაინტერესებს პატარა რიშარისა და მამის დაპირისპირების პერიოდი, ქართული სამზარეულოსადმი ლტოლვა-ტრფობის ამბები და დღევანდელი რომანი ბრაზილიელ მოდელთან, რომელიც მასზე 40 წლითაა უმცროსი...
მოდი, ისევ დღევანდელ დღეს დავადგები დაუპატიჟებელ სტუმრად, სანამ სადღესასწაულო წვეულება დაწყებულა.

პიერ რიშარი და ექს-მოდელი სეილა ლესარდი - მსახიობის ბრაზილიელი სატრფო

— დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო! ეს მიმართვა თქვენზე ზედგამოჭრილია, თუმცა, ვიცი, რომ საკუთარი წარმომავლობა დიდად არ გხიბლავთ. ვხედავ, დღესაც ჩვეულ ფორმაში ბრძანდებით — ძველი ფეხსაცმელი, დაკუჭული პერანგი, გაცრეცილი ტილოს შარვალი და ანკესი. სანამ სათევზაოდ წახვალთ, ჩემი მკითხველის მოლოცვა მიიღეთ და თან იქნებ ისიც ამიხსნათ, რატომ ხართ ყველაზე მაღალი ქერა მამაკაცის ტიტულის მფლობელი? ან რატომ წერს პრესა, რომ ოთხჯერ იქორწინეთ, მაშინ როცა ერთადერთხელ იყავით დაქორწინებული? სამსახიობო საქმიანობა მხოლოდ გართობად მიგაჩნიათ, არადა, თქვენი როლების უმრავლესობა კინოკლასიკად იქცა...
— ვატყობ, ჩემით დაინტერესებულხართ. მე მართლაც მთელი ცხოვრება გაორებული დავდივარ. არისტოკრატი მასხარა, ბიზნესალღოთი დაჯილდოვებული მსახიობი, სომელიე საკუთარი წარმატებული ღვინის ბრენდით და დაუნდობელი მოთამაშე, როცა საქმე ბიზნესინტერესებს ეხება. ჩემთვის ღირებული მხოლოდ თამაშია, მხოლოდ პროცესი, გემო — იქნება ეს ახალი კერძი თუ ახალი რომანი.
სხვათა შორის, დიდად ვისიამოვნე თქვენთან, საქართველოში. საოცარი ბუნება, ღვინო, სამზარეულო და, რაც მთავარია, ულამაზესი ქალები! მომავალ დაბადების დღეს, ვფიქრობ, თქვენსკენ ვიმოგზაურებ. მოგზაურობა ჩემი ერთ-ერთი ჰობია, იცით ალბათ. ახლა კი, უნდა დაგტოვოთ, სანამ სისხამი დილაა, სათევზაოდ გავალ. მე იმდენჯერ და იმდენი თავგადასავალი გადამხდენია, კიდევ ერთი წელი ვერაფერს დამაკლებს, რადგან დიდი ხნის წინ ვპოვე წონასწორობა და საკუთარ თავზე არ ჩავიციკლე.

მთავარი სიყვარულია! რა და ვინ გეყვარებათ, თავად აირჩიეთ...

youtube embed goes here!

შეყვარებული მზარეული - პიერ რიშარი

და უბერებელი, ყველაზე მაღალი და კვლავაც ქერა, დაკუჭულ სამოსშიც კი უზადო დენდი, ხელში ანკესებითა და ფეხზე შავი, დახეული „ბათინკებით", ღვინოსა და ქალებზე შეყვარებული იუბილარი გვტოვებს.
მაგრამ მიტოვებს სიცოცხლის ხალისს, გულღია ღიმილსა და სურვილს, მომავალ წელს აქ, ჩვენთან, საქართველოში ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, რასაც თამაში ჰქვია.

დღე მშვიდობაში, მეგობრებო!

მართლაც, საუცხოო სცენაა ჩვენი ყოველდღიურობა. საინტერესოდ შესრულებულ როლებსა და მადლიერი მაყურებლების მხურვალე აპლოდისმენტებს გისურვებთ!

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021