ტესტი: 20 შეკითხვა ფსიქოლოგიური არქეტიპის დასადგენად
ტესტი: 20 შეკითხვა ფსიქოლოგიური არქეტიპის დასადგენად
გაინტერესებთ, როგორია თქვენი ფსიქოლოგიური არქეტიპი, ანუ რა უდევს საფუძვლად თქვენს ქცევებს? გაიარეთ ტესტი და მიიღეთ პასუხი.
გაინტერესებთ, როგორია თქვენი ფსიქოლოგიური არქეტიპი, ანუ რა უდევს საფუძვლად თქვენს ქცევებს? გაიარეთ ტესტი და მიიღეთ პასუხი.

არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება?
ჩემი თვითაღდგენის პროცესი მაძლევს საშუალებას, დავეხმარო სხვებს
შთაგონება არასდროს მტოვებს
ბავშვობაში მარტოსული და მიტოვებული ვიყავი
ცხოვრება - ეს გამუდმებული გულისტკივილია
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადღაც კარგი ცხოვრება მელოდება
ყველაზე კარგად თავს ლიდერის პოზიციაზე ვგრძნობ
დისციპლინა არის გასაღები წარმატებისა ყველა სფეროში
იოლად შემიძლია კონტაქტში შესვლა ჩემი შემოქმედებითი უნარით
მიყვარს რომანტიკა
პარადოქსებით სავსე სამყაროში ვცხოვრობ
ჩემში ჭარბადაა ცეცხლი და ვნება
მაქვს ბნელი მხარე
ცოდნისა და სიბრძნის მოპოვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
როცა ცხოვრება მოსაწყენი ხდება, მე სიამოვნებით ვცვლი მას
ტრანსფორმაცია, გარდაქმნა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი თემაა
უამრავი კარგი იდეა მაქვს, მაგრამ მათ განსახორციელებლად დრო არ მყოფნის
როცა რამე ისე არ მიდის, გულხელდაკრევფილი ვერ ვიჯდები
მე ვახერხებ თავის რეალიზებას ურთიერთობებში
მე შევძელი შიშის დამარცხება, რათა გავაკეთო ის, რაც საჭიროა
შემოქმედი
შემოქმედი
შემოქმედის არქეტიპი ბიძგს აძლევს ყველა წარმოსახვით სწრაფვას - დაწყებული მაღალი ხელოვნებით, დასრულებული უწვრილმანესი ინოვაციებით. იქნება ეს ყოველდღიურ ყოფაში თუ საქმიანობაში. ეს ხდება კიდეც საფუძველი იმისა, რომ ადამიანი იტვირთება გამუდმებული ახალი პროექტებით. თუმცა, თუ მას სწორი კალაპოტისკენ მიმართავთ, საკუთარ შესაძლებლობებს ფრიად მრავალფეროვნად გაამჟღავნებთ.
არქეტიპის პრობლემები: თქვენ გჩვევიათ ძალიან ბევრი პროექტის მოხაზვა თავში, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიგყავთ. გარდა ამისა, ასევე პრობლემაა ის, რომ სიცარიელეს არარსებული საზრუნავებით ივსებთ და ხშირად ფიქრობთ, კიდევ რით დაკავდეთ.
მეამბოხე
მეამბოხე
მეამბოხე არქეტიპი მოქმედებს როგორც დამანგრეველი ძალა, რომელიც არღვევს კულტურულ ნორმებსა და წესებს - ან სხვა ადამიანების სასიკეთოდ, ან თავგადასავლებისა და საკუთარი გამორჩენისთვის. ან სულაც იმისთვის, რომ გაუცხოებას დაღწიოს თავი.
სატრფო/საყვარელი
სატრფო/საყვარელი
საყვარლის, სატრფოს არქეტიპი მართავს სიყვარულის ყველა ტიპს - დაწყებული მშობლიურით, მეგობრულით და დასრულებული სულიერი სიყვარულით. თუმცა ყველაზე უკეთ ის თავს რომანტიკულ ვარიანტში წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ არქეტიპს შეუძლია, ყველა სახის გულისტკივილი განგაცდევინოთ, ის ადამიანებს ანიჭებს სიამოვნებას, ასწავლის ერთგულებას და ბედნიერებისთვის ბრძოლას.
არქეტიპის პრობლემები: თქვენ იოლად დასაყოლიებელი პიროვნება ხართ; შეგიძლიათ ურთიერთობები საკუთარი მიღწევებისთვის გამოიყენოთ, არ არის გამორიცხული, იყოთ დამოკიდებული სექსზე ან გარკვეულ ურთიერთობაზე, არ შეგიძლიათ უარი თქვათ საკუთარ სურვილებზე, თუ საყვარელი ადამიანი მიგატოვებთ, განიცდით უზომოდ ძლიერ ტრავმას.
ბრძენი
ბრძენი
ბრძენის არქეტიპი ეძებს ჭეშმარიტებას, რომელიც ადამიანს თვისუფლებას ანიჭებს. თუ ბრძენი დოგმატიკოსად ქცევის ცთუნებას მოერევა, ამ შემთხვევაში ის ადამიანებს დაეხმარება, ფახდნენ უფრო გონიერები, ობიექტურად დაინახონ საკუთარი თავი და კორექტივები შეიტანონ საკუთარ ქცევებსა თუ არჩევანში.
არქეტიპის პრობლემები: მიდრეკილი ხართ უსულო, ცივი, დოგმატიკური, ხშირად ქედმაღლური შეფასებებისადმი; მიგაჩნიათ, რომ ყველა სხვა არასაკმარისად კარგია და რაღაცას სწორად არ აკეთებს.
მაძებარი
მაძებარი
მაძებარს არ აინტერესებს ის, რაც უკვე გარკვეულია. ამ სულით ძლიერ ინდივიდს არ აშინებს მარტოობა და კარჩაკეტილობა. პირიქით, ამ ყველაფერს ის ახალი გზების ძიებისთვის იყენებს. ხშირად ოპოზიციურად განწყობილი, „ხატმებრძოლი“ არქეტიპი ეხმარება ადამიანს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში უნიკალური თვისებები, პერსპექტივები და შინაგანი მოთხოვნილებები.
არქეტიპის პრობლემები: არსებობს საფრთხე, რომ პერფექციონისტად იქცეთ, რომელიც მუდმივად წუხს მიუღწეველ მიზნებზე და „სწორ“ გადაწყვეტილებებზე. არ არის გამორიცხული, მთელ დროს თვითსრულყოფას უთმობდეთ, მაგრამ ბოლომდე არაფერი მიგყავდეთ.
მმართველი
მმართველი
მმართველის არქეტიპი შტააგონებს ადამიანს, აიღოს პასუხისმგებლობა როგორც საკუთარ, ისე საზოგადოების სიცოცხლესა თუ მისწრაფებებზე. თუ სხვებზე დომინირების სურვილს გადალახავს, ასეთი განვითარებული მმართველი ისეთ გარემოს შექმნის, რომელშიც მისაღები იქნება ნებისმიერის შეხედულებები და ტალანტები.
არქეტიპის პრობლემები: არსებობს სასტიკ ტირანად ქცევის შანსი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ხაზს გაატარებს და დათრგუნავს ყველა სხვა მოსაზრებას იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად მოიპოვოს კონტროლი. მიდრეკილი ხართ, გამოდიოდეთ ავტორიტეტის როლში მაშინაც კი, როცა არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ თავს დატეხილ პასუხისმგებლობას.