მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ამ თვეში სტაბილური და ინერტული სასიყვარულო ურთიერთობებია მოსალოდნელი. უნდა დატკბეთ იმით, რაც გაქვთ, არ იჩქაროთ და არ შეცვალოთ თამაშის წესები.

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On May 2, 2018
Help Translate This Item

მაისში სტაბილური და ინერტული სასიყვარულო ურთიერთობები გველოდება. მათი ადგილიდან დაძვრა ადვილი არ იქნება, მაგრამ პროგრესის არარსებობამ არ გაგანაწყენოთ - ასტროლოგების რჩევები პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

ამ თვეში უნდა დატკბეთ იმით, რაც გაქვთ, არ იჩქაროთ და არ შეცვალოთ თამაშის წესები. ვენერას გავლენა სიყვარულის მგრძნობელობას გააძლიერებს. მაისში სულიერი სიახლოვე უზარმაზარ ტკბობას მოიტანს. არ ღირს მზრუნველობის, ალერსისა და სხვადასხვა სინაზის გამოვლინებაში გადამლაშება. ბედნიერი ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილი ფინანსური მხარე გახდება. სასიყვარულო კავშირს ამ პერიოდში მატერიალური კეთილდღეობა გამოკვებავს.

ვერძი

ერძებს ამ თვეში დამოუკიდებლობის გრძნობა გაუმძაფრდებათ, რაც წყვილში ურთიერთგაგებას გაართულებს. მარტოხელა ვერძებს მეწყვილის პოვნა გაუადვილდებათ - საწინააღმდეგო სქესის მოზიდვას ისინი ამაღლებული ქარიზმითა და ხასიათის თვისებებით შეძლებენ. მაგრამ საჭიროა თუ არა ეს ურთიერთობები? ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ ცხოვრების კარდინალურად შეცვლა გსურთ, ამ თვეში სერიოზული ურთიერთობები არ დაიწყოთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, შეიძლება მეტი თავისუფლება მოგინდეთ, პარტნიორს კი - თქვენზე მეტი ზეწოლა და თქვენი შეზღუდვა. თუ ძალიან შეზღუდულად იგრძნობთ თავს, შესაძლოა, ურთიერთობებიც კი გაწყვიტოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, დაადგინოთ პირადი საზღვრები, პარტნიორს კი აუხსნათ თქვენი მოთხოვნები. მოძებნეთ კვეთის წერტილი, რომელიც ორივეს სულიერ თავისუფლებას მოგანიჭებთ. მაისში თქვენი ურთიერთობები უფრო მტკიცე გახდება, თუ პარტნიორის მეურვეობიდან დააღწევთ თავს.

კურო

უროებისთვის მაისი პირად ცხოვრებაში წარმატებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. თქვენი ბუნებით ბოძებული ხიბლის წინაშე, რომელიც რეტროგრადული სატურნის წყალობით კიდევ უფრო გაძლიერდება, ყველა უძლური იქნება. ჰარმონიული მდგომარეობა დადებითად აისახება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებში.

ასტროლოგები გირჩევენ: შეარჩიეთ სწორი ტაქტიკა. მთავარია, დათანხმდეთ ნელ პროგრესს. არ იჩქაროთ, დაიწყეთ მტკიცე პარტნიორობისთვის საძირკვლის ჩაყრა. თვის ბოლოს, ასტროგავლენით, შესაძლოა, „თავქარიანობამ“ შემოგიტიოთ, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ: იდეალურ რომანსაც კი ხანდახან აუცილებლად სჭირდება მრავალფეროვნება.

ტყუპი

ყუპები მაისის დასაწყისში და შუა რიცხვებში საყვარელ ადამიანში არა მხოლოდ სულიერი მეგობრის, არამედ საინტერესო თანამოსაუბრის, ერთგული მეგობრის, საიმედო დასაყრდენის ძებნას დაიწყებენ. ეს მერკურის გავლენით იქნება განპირობებული. ეს პლანეტა ჯერ ვერძის ნიშნიდან კუროს ნიშანში გადავა, შემდეგ კი - ტყუპის. ენერგეტიკის ცვალებადობა ახლობლებში მხარდაჭერის ძებნისკენ გიბიძგებთ.

თვის ბოლოს თქვენი მომხიბვლელობა გაიზრდება, გაჩნდება თავისუფლების სურვილი, ფლირტისკენ სწრაფვა. გამორიცხული არ არის, თვის ბოლო ათ დღეში ჰორიზონტზე გამოჩნდეს ახალი სახე, რომელიც უფრო მეტად დაგაინტერესებთ, ვიდრე არსებული პარტნიორი. თუ თქვენი ურთიერთობები პარტნიორთან ბედნიერი და ჰარმონიულია, სამყარო მისი განვითარების იმპულსს მოგცემთ.

კირჩხიბი

ირჩხიბებისთვის მაისი პრობლემების გადაჭრისა და კვანძის გახსნის პერიოდია. ყველა პრობლემა უფრო აშკარა და გამოკვეთილი გახდება. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი რამით უკმაყოფილო ხართ, ეს ითქმება ხმამაღლა, მაღალ ტონებში. მოემზადეთ: ეს თვე ძალზე რთული და გაუგებარი იქნება, სამაგიეროდ, მტკივნეული საკითხები, ბოლოს და ბოლოს, გადაწყდება.

თქვენთვის ამ პერიოდში მთავარი პლანეტა იუპიტერი გახდება, რომელიც რეტროგრადულია და მორიელის ნიშანში იმყოფება. ამის გამო ბევრი თქვენგანი რთული არჩევნის წინაშე დადგება: ან უკვე მტკიცე, მაგრამ არცთუ ბედნიერი ურთიერთობები, ან ახალი რომანის ძებნა. თუ ბედნიერია თქვენი ურთიერთობები, ის კვლავ ბედნიერი დარჩება. ისწავლეთ დათმობა რთულ სიტუაციებში, მოძებნეთ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც ორივესთვის მისაღებია.

ლომი

ომებს უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარული მხოლოდ რომანტიკა, ბედნიერება და სიხარული არ არის. ის, პირველ რიგში, სულიერი ერთობაა. ახალი ჰორიზონტების დაპყრობა შესანიშნავია, მაგრამ ურთიერთობებს სხვა მხარეც აქვს, რომელიც თქვენს ყურადღებას საჭიროებს. ნახევრად შესუსტებული მზე ყურადღებას გადაიტანს გრძნობების კონკრეტულ მტკიცებულებებზე. ამ თვეში საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე მუშაობა მოგიწევთ.

გრძნობებში სიმსუბუქესა და სიახლეებს 21 მაისს მზის ტყუპის თანავარსკვლავედში გადასვლა მოგიტანთ. მანამდე მრავალ უსიამოვნებასთან გამკლავება მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აღიჭურვოთ მოთმინებით, გულმოდგინებით, სიმტკიცითა და ჟინით. ეს თვისებები მაქსიმალურად უნდა გამოამჟღავნოთ, რომ საყვარელ ადამიანს საკუთარი სიყვარული დაუმტკიცოთ.

ქალწული

ალწულის ნიშნის შეყვარებული წარმომადგენლებისთვის ეს თვე საკმაოდ წინააღმდეგობებით სავსე და არაერთმნიშვნელოვანი იქნება. ერთი მხრივ, ყველა პირობა იქნება, რომ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს და რომანი განვითარდეს, მეორე მხრივ კი - შეცდომებისა ალბათობა დიდია. მაგრამ სამყაროს კეთილგანწყობა თქვენ მიმართ დიდია და იღბალი არ გიღალატებთ მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატურად მოიქცევით. ამ თვეში ერთადერთი, რამაც შეიძლება გიღალატოთ, ეს თქვენივე გაუმართლებელი საქციელია, განსაკუთრებით, თუ ემოციებს გონების მართვის უფლებას მისცემთ.

მაისის დასაწყისში შესაძლებელია სასიყვარულო კონფლიქტი გართულებებით, რისი გადალახვაც მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გამოიჩინოთ არა მხოლოდ ნებისყოფა, არამედ მოთმინებაც. მაისში თქვენი ცხოვრების სასიყვარულო ფრთას ჭირვეულობა დასჩემდება; თუ რეტროგრადული სატურნის მიერ შექმნილ გამოცდას გაუძლებთ, თვის შუა და ბოლო პერიოდები დინამიკური და ბედნიერი იქნება. მაისში მათ, ვისაც პარტნიორი ჯერ არ ჰყავს, ენერგიულ ადამიანთან მგზნებარე რომანი ელოდება.

სასწორი

ასწორებისთვის მაისი, შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობაში უსიამოვნო, გამაღიზიანებელი მომენტით დაიწყოს. ნუ იჩქარებთ საკუთარი აზრის ან შენიშვნის გამოთქმას ან გადაწყვეტილების მიღებას. თავდაპირველად მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს, ეცადეთ მის გაგებას. თქვენდა საბედნიეროდ, მაისში პრობლემებთან გამკლავება რთული არ იქნება. ემოციური კლიმატის დათბობას ხელს შეუწყობს ერთმანეთზე ზრუნვა, სექსუალური ჰარმონია და ურთიერთგაგება.

უთანხმოების პროფილაქტიკისთვის პირადი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად უნდა შეიცვალოთ. ვენერა ტყუპის ნიშანში (18 მაისამდე) გაიძულებთ, გადააფასოთ წარსული, დაინახოთ შეცდომები და მათი გამოსწორების გეგმებიც კი დასახოთ. ამის პარალელურად ურთიერთობების განვითარების მხრივ ახალი იდეები გექნებათ. ასტროლოგები გირჩევენ, მაისის პირველი ნახევარი შეცდომების გამოსწორებას დაუთმოთ, ხოლო მეორე ნახევარი - აქტიურ მოქმედებებს, რადგან თქვენ გარშემო ახალი ვითარებები შეიქმნება.

მორიელი

ორიელებს მაისში მარსის პოზიტიური გავლენა პარტნიორში საუკეთესო თვისებების ხელახლა გამოვლენის საშუალებას მისცემს. თვის დასაწყისი და შუა პერიოდი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ჰარმონიზაციისთვის წარმატებული დროა. პაემნები, რომანტიკა და საერთო გატაცებები თქვენი სასიყვარულო კავშირის განსამტკიცებლად საუკეთესო მომენტები იქნება. არ დაივიწყოთ ასევე, რომ მაისში თქვენი პარტნიორი თქვენგან მეტ მოქნილობას, ყურადღებას, მზრუნველობას, გულუხვობას ელოდება.

მაისში პირადი ცხოვრება თქვენი კარგი განწყობის, ენერგიისა და ძალების წყარო იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, პარტნიორთან ერთად გააკეთოთ ის, რაც ორივეს მოგწონთ, მიიღეთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება, ისაუბრეთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, დაუთმეთ ერთმანეთს. თვის ბოლოს პირადმა ცხოვრებამ, შესაძლოა, ყველაფერი დანარჩენი საერთოდ დაჩრდილოს. თუ გსურთ, რომ თქვენი რომანი ბედნიერი იყოს, დაივიწყეთ ეგოიზმი და „მე“ „ჩვენ“-ით ჩაანაცვლეთ.

მშვილდოსანი

შვილდოსნებს მაისის პირველ ორ დეკადაში ძალზე დააკლდებათ სივრცე მანევრებისთვის, აქტიური მოქმედებებისთვის. თქვენი თავისუფლება შეიზღუდება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში კი მოგაკლდებათ სიმსუბუქე, ურთიერთგაგება. რეტროგრადული იუპიტერის გავლენა გაართულებს ურთიერთობებს, შესაძლოა, წინა პლანზე გამოვიდეს ძველი კონფლიქტები, ან ახალი წარმოიშვას.

მარტოხელა მშვილდოსნებისთვის უფრო მარტივი იქნება ურთიერთობების განვითარება კოლეგასთან, საქმიან პარტნიორთან, მეგობართან, ნაცნობთან. მას, ვისაც ოჯახი ჰყავს, თვის მესამე დეკადაში სიტუაცია პირად ცხოვრებაში შეიცვლება - ურთიერთობებში გამოჩნდება რომანტიკა, თავისუფლება, გრძნობების განახლება.

თხის რქა

ხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ, თავი მაისის პირველ ორ დეკადაში გამოავლინონ, რადგან ეს ყველაზე იღბლიანი პერიოდია სიყვარულის სასურველი კალაპოტისკენ წარმართვისთვის. საყვარელი ადამიანის განწყობის მოპოვებაში, კონფლიქტების შეწყვეტაში, ჰარმონიისა და ბედნიერების დამკვიდრებაში თქვენს ნიშანში მყოფი სატურნი დაგეხმარებათ.

მაგრამ არის სუსტი მხარეებიც, რომლებსაც, როგორც ასტროლოგები გირჩევენ, გვერდი უნდა აუაროთ, რათა ძლიერ იმედგაცრუებას აარიდოთ თავი. აუცილებელია, რომ თავი შეიკავოთ ურთიერთობების გამორკვევისგან, მკვეთრი შენიშვნებისგან, თქვენი და პარტნიორის ურთიერთობებში მესამე პირის ჩართვისგან. რა თქმა უნდა, ინიციატივის გამოჩენა ბედნიერებასაც მოგიტანთ, მაგრამ ასევე ამან თქვენი წყვილის ბედნიერებაც შეიძლება დაანგრიოს. ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის გაოცებას, დაიცავით ზომიერება.

მერწყული

ერწყულებისთვის პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად 1-25 მაისის პერიოდია კარგი. ვისაც ოჯახი უკვე ჰყავს, პარტნიორთან ერთად მყუდრო, მსუბუქი ოჯახური ატმოსფერო ელოდება, თუ კონფლიქტია, ვითარება ჩაცხრება, მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებს და თან - სკანდალების გარეშე.

შეყვარებულმა მერწყულმა, ვინც ბედნიერ თანაცხოვრებაზე ოცნებობს, შეუძლია ეს თამამი ნაბიჯი გადადგას - ერთობლივი ცხოვრების დასაწყისი არ გაფერმკრთალდება ყოფითი სირთულეებით. ყველა პრაქტიკული და მატერიალური სიძნელე გვერდს აგივლით. თვის ბოლო - ესა შეყვარებულობის, პაემნების, ფლირტისა და სხვა რომანტიკული მოვლენების დრო. პირადი ცხოვრება სიხარულის, ახალი ემოციებისა და პოზიტიური ცვლილებების წყარო გახდება. ეს ბევრად თევზებში გაძლიერებული ნეპტუნის დამსახურება იქნება.

თევზები

ევზებმა მაისში სამყაროს მინიშნებებს უნდა მიადევნონ თვალი. თქვენ გარშემო მრავალი ლამაზი და სასიამოვნო ადამიანი იტრიალებს, რომელთა რჩევები და ყურადღება პირადი ცხოვრების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები არ გამორიცხავენ ფლირტს ან ახალ ნაცნობობას სამუშაოზე - თქვენ მიმართ ინტერესი შეიძლება რომელიმე კოლეგამ ან სხვა ნაცნობმა გამოიჩინოს.

თვის პირველ ნახევარში, შესუსტებული ვენერას ზეგავლენით, შესაძლებელია გამოჩნდეს და თქვენით დაინტერესდეს ადამიანი, რომელიც წარსულში მოგწონდათ. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ, მაგრამ უპასუხებთ თუ არა ამ ადამიანის გრძნობებს - თქვენი გადასაწყვეტია. თვის მეორე ნახევარში ვენერა გაძლიერდება და ამასთან ერთად - თქვენი პოზიციაც პირად ცხოვრებაში. ადამიანების ყურადღება თქვენკენ იქნება მომართული, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, ეს პერიოდი ოჯახს დაუთმოთ - ეს ყველაზე კარგი პერიოდია წყვილის ურთიერთობების განვითარებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021