ხარება: რა დაიშვება და რა იკრძალება კანონიკურად და ხალხური რწმენით

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Apr 6, 2018
Help Translate This Item

არების საუფლო დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება, წელს დიდ შაბათს ემთხვევა.

ეს ის დღეა, როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს აცნობა, რომ ის უფლის ძეს, იესოს შობდა.

ამიტომაც ხარების დღესასწაული ქრისტეანებისთვის სიხარულთან, კეთილ ამბავთან ასოცირდება.

და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი დიდმარხვა ამ დღეს ჯერ კიდევ არ იქნება გასრულებული, ეკლესია გამონაკლისს უშვებს და მორწმუნეებს მკაცრ მენიუში თევზის შეტანა შეუძლიათ.

რა დაიშვება ხარება დღეს

  • ეკლესია ამ დღეს მორწმუნეებს ურჩევს, გადადონ ყველა საქმე და ეკლესიას ეწვივნენ, ან შინ ილოცონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლოცვა სულიერად წმენდს ადამიანს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ამშვიდებს.


  • ხარება დღესთან დაკავშირებით ხალხში არაერთი ტრადიცია და ადათია გავრცელებული, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და რომლებიც კეთილდღეობის, წარმატების, ბედნიერი მომავლის მოზიდვას ემსახურება. ამბობენ, რომ ძველად ეს დღე ბედისწერის შესატყობად, ანუ მკითხაობისთვის ხელსაყრელად მიაჩნდათ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეკლესია ყოველგვარი მარჩიელობის წინააღმდეგია.


  • მიუხედავად ხალხში გავრცელებული რწმენისა, ხარება დღეს ბანაობა შეიძლება. ეკლესია არ კრძალავს ჰიგიენურ პროცედურებს. ამიტომ ბანაობაც შეგიძლიათ, სარეცხის დარეცხვაც და სხვა საოჯახი საქმეების კეთებაც.


  • ხარებაზე ნათლობაც დაშვებულია, თუმცა ამ დღეს მღვდლები, როგორც წესი, სადღესასწაულო ღვთისმსახურებითა და ზიარებით არიან დაკავებულები და ამიტომაც სჯობს, გაქრისტეანება სხვა დროისთვის გადადოთ.


  • ხარებაზე დაშვებულია და არ იკრძალება არანაირი ხელსაქმე - ქსოვა იქნება ეს, ქარგვა თუ კერვა. უბრალოდ, არ გააკეთოთ ეს ლოცვისთვის განკუთვნილი დროის ხარჯზე.

ხარება დღეს იკრძალება:

  • მუშაობა, თუ ეს ლოცვას უშლის ხელს;


  • დროის ფუჭად ფლანგვა, რომელიც კეთილი საქმეების კეთებას შეიძლება მოხმარდეს;


  • ჯვრისწერა;


  • გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქეიფი, ხმაურიან კამპანიებში დროს ტარება, ალკოჰოლის მიღება;


  • ავსიტყვაობა და კონფლიქტები.
These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021