ნაცარქათამა: კიდევ ერთი აბეზარი სარეველა მაღალი კვებითი ღირებულებით
ნაცარქათამა: კიდევ ერთი აბეზარი სარეველა მაღალი კვებითი ღირებულებით

ნაცარქათამა (Chenopodium spp., Марь,) აბეზარი სარეველა და მაღალი კვებითი ღირებულების მინდვრის მხალია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც: მხალი, თათამაი, ერბოვანა, ნაცარბნევია, ქათმათო, ქათანაცარა, მოჭარხლუე, ქორაფა, ნაცარა, ჩე ჯუმენე, მესგვლა, მუსკვილა.
ბუნებრივად გავრცელებულია ყველგან, ნათესებში, ბაღებსა და ბოსტნებში, აგრეთვე, მდინარეთა ნაპირებზე და დანაგვიანებულ ადგილებში. ცნობილია გვარის 250-მდე სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 12. გარეგნული მსგავსების გამო, ზოგჯერ ნაცარქათამას შეცდომით თათაბოდ მოიხსენიებენ.
საკვებად გამოიყენება ნაცარქათამას რამდენიმე სახეობის მწვანე ნაწილები, თესლები და ნაყოფები. ნორჩ ფოთლებს და ყლორტებს ხარშავენ როგორც მხალს, კმაზავენ ისპანახის მსგავსად, ხარშავენ სუპებსა და მწვანე ბორშებს, ამზადებენ ცომეულის შიგთავსს. იყენებენ მწვანილად.
ზოგიერთ ქვეყანაში ნაცარქათამას სანელებლად იყენებნ სხვადასხვა წვნიანი და ბოსტნეული კერძის შესაკმაზად, სახამებლით მდიდარ და მაღალი კვებითი ღირებულების თესლებს კი — ბურღულეულად.
საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან კულინარიაში გამოიყენება შვიდი სახეობა:
თეთრი, ან ჩვეულებრივი ნაცარქათამა (Chenopodium album L.)
youtube embed goes here!
მცენარის მიწისზედა ნაწილები შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს, კაროტინს, ცილებსა და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
ხალხურ მედიცინაში თეთრი ნაცარქათამა ანგინისა და მუცლის ტკივილის სამკურნალო საშუალებაა.
ასევე მისგან იღებენ წითელ საღებავს.
მათუთა (Chenopodium foliosum Aschers)
youtube embed goes here!
სხვა სახეობებისგან განსხვავებით, საკვებად გამოიყენება მათუთას ნაყოფებიც, რომელიც გემოთი თუთას, ან მარწყვისა და ჟოლოს ჰიბრიდს წააგავს. მიირთმევენ ცოცხლად, ან კონსერვირებულს — მურაბების, ჯემების, კომპოტების სახით. მათუთა კონსერვს კაშკაშა წითელ ფერს აძლევს.
საჭმელად ვარგისია მხოლოდ ორგანული სასუქით განოყიერებულ ნიადაგებზე გაზრდილი მცენარის ნაყოფები. მათი შეგროვება შესაძლებელია ყინვების დადგომამდე. მათუთას ამრავლებენ დეკორატიული მიზნითაც.
მექსიკური ჩაი (Chenopodium ambrosioides L.)
youtube embed goes here!
მოჰყავთ როგორც სამკურნალო და ტექნიკური მცენარე.
სამკურნალოდ და საკვებად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილებს. აქვს ძლიერი საფაღარათე, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება. დაჩეჩქვილი, ნედლი ფოთლების კომპრესი ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, აცხრობს შხამიანი გველებისა და მწერების კბენით გამოწვეულ შეშუპებებს და აშუშებს დაჩირქებულ, წყლულოვან ჭრილობებს.
მექსიკური ჩაის პრეპარატები ეფექტურია:
- ღვიძლის დაავადებების, ძლიერი ნერვული აშლილობებისა და მუცლის ღრუს მწვავე სპაზმების დროს.
- მცენარის ზეთი ეფექტურია ნაწლავური პარაზიტების — ასკარიდოზის და ენტერობიუსის წინააღმდეგ.
- სასიამოვნო არომატის ზეთს იყენებენ პარფიუმერულ და კოსმეტიკურ წარმოებაში.
მექსიკური ჩაისგან დამზადებული სპეციალური ფხვნილი მავნებლებისგან იცავს მოსავალს, განსაკუთრებით ლობიოს.
პრეპარატი ტოქსიკურად მოქმედებს ლობიოს მემარცვლიას კვერცხებზე და აფრთხობს სხვა მავნებელ მწერებს. გარდა ამისა, მექსიკური ჩაისგან ამზადებენ პესტიციდს „Requiem“.
გარდა ამისა, ასევე საკვები დანიშნულება აქვს:
- Chenopodium rubrum-ს — მცენარის ნორჩი ნაწილები გამოიყენება ნედლი სახით სალათებსა და ბორშებში;
- Chenopodium murale-ს — მწვანე ნაწილებს მიირთმევენ ნედლად, როგორც მწვანილსა და ბოსტნეულს;
- Chenopodium urbicum-ს — იჭმება ნაყოფებიც. თესლებს იყენებენ ფეტვის შემცვლელად;
- Chenopodium polyspermum-ს — იჭმება ნორჩი ყლორტები, როგორც ბოსტნეული. თესლებს იყენებენ თევზის საკვებად.
-— პერუსა და ჩილეში გავრცელებული კულტურა. ინკები მას „ღვთიურ“, ან „ოქროს მარცვალს“ უწოდებდნენ.
დიდი ხნის განმავლობაში კინოა მოჰყავდათ მხოლოდ ანდებში. თუმცა, გასული საუკუნის შუა წლებში მასობრივად დაიწყო მისი იმპორტი დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. დღეს ეს კულტურა მოჰყავთ ძირითადად სამხრეთ ამერიკისა და მცირე რაოდენობით ევროპის ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ კინოა ერთ-ერთი იმ კულტურათაგანია, რომლის გენეტიკური მოდიფიცირება კანონით არის აკრძალული.