როგორ დავგეგმოთ აპრილის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით
როგორ დავგეგმოთ აპრილის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით
პირად და საქმიან ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია, სწორად დავგეგმოთ დრო მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, ოჯახური თუ საქმიანი ღონისძიებებისთვის. ამაში კი მთვარის კალენდარი დაგვეხმარება
პირად და საქმიან ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია, სწორად დავგეგმოთ დრო მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, ოჯახური თუ საქმიანი ღონისძიებებისთვის. ამაში კი მთვარის კალენდარი დაგვეხმარება

გაზაფხულის მეორე თვეც იწურება. განაგრძეთ აქტიური მუშაობა როგორც სამსახურში, ისე პირად ფრონტზე და ჩადეთ მეტი სითბო ურთიერთობებში; ეს დაგეხმარებათ, რომ ყოველი დღე თქვენთვის სიხარულის მომტანი და სურვილების ასრულების დღე იყოს. მთვარის კალენდარი პრიორიტეტების სწორ გადანაწილებაში დაგეხმარებათ
21–22 აპრილი: მთვარე განაგრძობს ზრდას და ის კირჩხიბის თანავარსკვლავედში გადაინაცვლებს. კირჩხიბის ენერგია, პირველ რიგში, გრძნობებსა და ემოციებზე აისახება, ამიტომ ეს პერიოდი შეიძლება იღბლიანი აღმოჩნდეს რომანტიკული პაემნებისთვის.
23–24 აპრილი: მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეებში განსაკუთრებით წარმატებულად გაიმართება ქორწილები, საზეიმო ღონისძიებები და ზოგადად, დიდი წვეულებები.
25–26 აპრილი: მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ეს ორი დღე მთელი აპრილის განმავლობაში, შესაძლოა, ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ქალწულის მძლავრი ენერგია ხელს შეუწყობს სახლთან და ოჯახურ ფასეულობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამუშაოს.
27–28 აპრილი: მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ეს ორდღიანი პერიოდი წარმატებული იქნება დასვენებისთვის, საკუთარი სხეულის მიხედვისთვის, სპა–სალონებში სტუმრობისა და მედიტაციური პრაქტიკისთვის.
29–30 აპრილი: მზარდი მთვარე მორიელის ნიშანში დადებითად იმოქმედებს კარიერულ ზრდაზე ნებისმიერ სფეროში. წარმატების მისაღწევად გამოიჩინეთ მეტი ძალისხმევა და აჩვენეთ თქვენი ძლიერი მხარეები.