საფრთხე ფანჯრის რაფაზე: დასახელდა ოთახის ყველაზე საშიში მცენარეები

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Mar 7, 2018
Help Translate This Item

თახის ზოგი მცენარის შინ განთავსება უბრალოდ არასასურველი კი არა, სახიფათოა, ვინაიდან ისინი ტოქსიკურია და ალერგიის გარდა, სერიოზული მოწამვლის გამოწვევა შეუძლია - კომაში ჩავარდნის ჩათვლით.
ბოტანიკოსები გვირჩევენ, რომელი მცენარეების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და რატომ.

კაქტუსი

კაქტუსები ეკლებითაა დაფარული, რომელთა ზედაპირი, თავის მხრივ, მიკროსკოპულადაა დაკბილული და კაკვებით (კაუჭებით) მოფენილი. ველურ ბუნებაში მცენარე სწორედ ამ ეკლებით იცავს თავს ცხოველებისგან, რომლებიც ხშირად იღუპებიან კიდეც მათთან შეხების შემდეგ. რაღა თქმა უნდა, ისინი ასევე სახიფათოა ადამიანისთვისაც.

საქმე ისაა, რომ ეკლები იოლად აღწევს და ღრმად იჭრება ადამიანის სხეულში, სადაც ტყდება. მათი ამოღება საკმაოდ მტკივნეულია, ხანდახან კი - შეუძლებელი, და სხეულის ქსოვილში დარჩენილი ეკლის ნაწილი ანთებას იწვევს.

კაქტუსების წვენში 120 სხვადასხვა სახის ალკალოიდი შედის. მათგან ბევრი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე და შეუძლია გამოიწვიოს დამბლა, კრუნჩხვა და ჰალუცინაციები. მაგალითად, ტრიქოცერეუსის ახალგაზრდა, მზარდი ღეროები ჰალუცინოგენს მესკალინს შეიცავს, რაც მცენარეს ბუნებრივ პირობებში გარესაფრთხეებისგან იცავს.

არომატული ყვავილები

შროშანი, იასამანი, შოთხვი, ჭაობის იელი, როდოდენდრონი, ლილიები და სხვა მძაფრი სურნელის მცენარეები ასევე იწვევს სერიოზულ მოწამვლას. მათში დიდი რაოდენობით შედის ეთერზეთები და სწორედ ესაა თავის ტკივილებისა თუ ლამის ნარკოტიკული თრობის მიზეზი.

მაგალითად, იასამნის სურნელის უმთავრესი წყარო - სირინგინი, იოლად იქცევა ციანმჟავად, რომლის დიდი კონცენტრაცია ჰაერში მოწამვლას იწვევს. ზემოქმედების ძალა დამოკიდებულია დოზაზე, ადამიანისა თუ ცხოველის ორგანიზმის თავისებურებებზე და ასევე ოთახის განიავების სიხშირეზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე არომატული ყვავილების მიმართ ალერგიისადმი მიდრეკილებს მართებთ. მათმა ორგანიზმმა შესაძლოა არაადეკვატურად ირეაგიროს ეთერზეთებში შემავალ ნივთიერებათა სპექტრზე, რომელთაც ყვავილი გამოყოფს.

მარჯნის ბუჩქი, ანუ Solanum

youtube embed goes here!

ამ მცენარის ნაყოფი, ფოთლები და ღეროები შეიცავს სოლანინს, რომელიც მწვავე მოწამვლას იწვევს. დიდი დოზის შემთხვევაში, ის თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და შლის ერითროციტებს. ასეთ დროს ადამიანს უძნელდება სუნთქვა, ეწყება ღებინება, კრუნჩხვა, დეზორიენტაცია, უხშირდება გულისცემა. თუ ინტოქსიკაცია ძლიერია, ადამიანი შესაძლოა კომაშიც ჩავარდეს.

რძიანასებრთა ოჯახი

პუანსეტია

რძიანასებრთა ოჯახის მცენარეები ხშირად ტოქსიკურია, მაგალითად, სახლის ფიკუსები და პუანსეტიები. მათი წვენი ადამიანისა და ცხოველისთვის მეტად საშიშ ალკალოიდებს შეიცავს. იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომლის ხარისხი ადამიანის ასაკსა და ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული.
დიახ, პუანსეტია ლამაზია, მაგრამ შხამიანი.

ნიუკასებრთა ოჯახი - დიფენბახია

დიფენბახიას ფოთლები, ყვავილები და ფესვები შეიცავს შხამიან ალკალოიდებს, ციანიდურ შენაერთებსა და კალციუმის ოქსალატს.
დაზიანების შემთხვევაში დიფენბახიის განსაკუთრებული უჯრედები კალციუმის ოქსალატის კრისტალებსა და პროტოელიტიკურ ფერმენტებს გამოყოფს, რომელიც კანზე მოხვედრის შემთხვევაში მძაფრ ტკივილს იწვევს. მაგამ თუ ეს ნივთიერებები პირის ღრუში მოხვდება, იწყება უძლიერესი შეშუპება, რომელიც ხორხს კეტავს და ადამიანი ვეღარ ლაპარაკობს. ასეთ დროს მოწამლული სასწრაფოდ უნდა ვაჩვენოთ ექიმს.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021