დაუმორჩილებელი უშგულის შურისძიება

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Mar 5, 2018
Help Translate This Item

უთა დადეშქელიანს, ბეჩოს დიდ მთავარს, თითქმის მთელი სვანეთი ემორჩილებოდა, რამდენიმე სოფლის გამოკლებით. მაგრამ სულ უფრო მეტი და მეტი უნდოდა და მანამ არ მოისვენა, სანამ უშგულიც ხელთ არ იგდო...

ბეჩოს მთავარი თითქმის მთელი წელი ებრძოდა უშგულელებს. მისი მარბიელი რაზმები არაერთხელ დასხმიან სოფელს თავს, გზადაგზა კი ლატალს, მესტიას, მულახს, იფარს არბევდნენ და ცეცხლითა და მახვილით იჭრებოდნენ თავისუფლებისმოყვარე სოფლებში.

არავის და არაფერს ინდობდნენ დადეშქელიანები, წვავდნენ სახლებსა და სარჩო-საბადებელს,  იტაცებდნენ ჯოგებსა და ფარებს... სისხლით გაიჟღინთა თავისუფალი სვანეთის მიწა.

უშგული

ვერ ურიგდებოდნენ უშგულელები დადეშქელიანთა ბატონობას, მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა და იძულებული გახდნენ, ბრძოლა შეეწყვიტათ.

და ერთხელ თავად ფუთამ მოისურვა,  შესარიგებლად სტუმრად სწვეოდა ახლად შემოერთებულ უშგულს. სოფელმა გადაწყვიტა, ესარგებლა ამ შემთხვევით და ანგარიში გაესწორებინა მოძალადისათვის. მაგრამ ორი რამ აკავებდა სვანებს: პირველი — ფუთას მძევლად ჰყავდა უშგულის თემის მახვშის ვაჟი, და მეორე —დადეშქელიანები მწარედ იძიებდნენ შურს, ძირიანად ამოწყვეტდნენ მკვლელის გვარს.                              

მაგრამ სოფლის მახვშმა უშგულელებს უთხრა, ჩემი ვაჟისა ნუ გეფიქრებათ, მზად არის, თავი გაწიროს თქვენთვისო.

მაშინ გვარების უხუცესებმა, სოფლის თავკაცისადმი სოლიდრობის ნიშნად, თავიანთი უფროსი ვაჟები აახლეს ფუთას.

ოცი პირტიტველა ვაჟკაცის ხილვამ დაამშვიდა ფუთა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ უშგულელებს გულში ცუდი არაფერი ედოთ.

რაც შეეხება მეორე პრობლემას, უშგულმა აქაც ნახა გამოსავალი: ფუთა სოფელს უნდა მოეკლა, რომ დადეშქელიანთა რისხვა ერთ რომელიმე გვარს არ დასტყდომოდა თავს.

და უშგულის თემის ყველა ოჯახმა გაიღო მარცვალი ბრპენისა, რომლისგანაც ერთი ტყვია ჩამოასხეს.

უშგული, ლამარიას მონასტერი

ფუთა დადეშქელიანი შეიარღებული ხალხით ეწვია უშგულს. სტუმრებს დიდი სუფრა გაუშალეს, რომლის თავშიც საუფროსო საკარცხული დაუდგეს მთავარს, ხოლო ლამარიას მონასტრის გალავნიდან თოფის ლულა დაუმიზნეს.  ჩახმახზე გამოდებული გრძელი თოკის ბოლო კი სოფლის ყველა გვარის თითო წევრს ეჭირა ხელში.

ფუთამ ყანწი დაცალა და მწდეს გადააწოდა. მეტად ნაამები გახლდათ, რომ დაუმორჩილებელი უშგული საბოლოოდ გატეხა. მის გვერდით თემის მახვში იდგა, ნასყიდა. ბრძანა, წითელი ღვინო მოართვითო მთავარს და... თოფმაც იქუხა. მკერდშენგრეული დადეშქელიანი საკარცხულიდან გადავარდა.

უშგულელებმა ფუთა დადეშქელიანის ყველა მხლებელი ამოწყვიტეს, ამბის წამღებიც არ დატოვეს ცოცხალი. უშგულმა საკადრისი პასუხი გასცა გაუმაძღარ ბატონს, თავისუფალი თემების დამორჩილებაზე რომ ეჭირა თვალი.

ფუთას ქვრივმა სთხოვა უშგულელებს, ქმრის გვამი მაინც დამიბრუნეთო, მაგრამ სანამ მძევლები არ გაათავისუფლეს, ცხედრები მანამ არ გაატანეს ჭირისუფალთ.

ხოლო ფუთას სამოსი, საკარცხული, რომელზეც სიკვდილის წინ იჯდა მთავარი და იმ ბაწრის ნაჭერი, რომელიც სოფლის თოფს ება, კარგა ხანს ინახებოდა ლამარიას მონასტერში.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021