ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
გაიგეთ, რომელი ეგვიპტური ღმერთისა და ქალღმერთის მფარველობის ნიშნით დაიბადეთ, აღმოაჩინეთ სიახლეები თქვენს დახასიათებაში, განსხვავება და მსგავსება სხვა ჰოროსკოპებთან შედარებით.
გაიგეთ, რომელი ეგვიპტური ღმერთისა და ქალღმერთის მფარველობის ნიშნით დაიბადეთ, აღმოაჩინეთ სიახლეები თქვენს დახასიათებაში, განსხვავება და მსგავსება სხვა ჰოროსკოპებთან შედარებით.

წარმოგიდგენთ ეგვიპტურ ჰოროსკოპს:
ნილოსი – 1–7 იანვარი, 19–28 ივნისი, 1–7 სექტემბერი, 18–26 ნოემბერი
ნილოსი ღმერთიცაა და მდინარეც, რომელიც უსასრულო ენერგიის წყაროა. გაჭირვების ჟამს ეგვიპტელები დახმარებას მდინარე ნილოსს სთხოვდნენ. ღმერთი ნილოსი ნაყოფიერების ღმერთი იყო.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზე ვნებიანი და იმპულსური ადამიანები არიან. მათი ცხოვრების დევიზია – სჯობს გააკეთო და არ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო.
მათთვის ზედგამოჭრილია ისეთი პროფესიები, სადაც სამუშაო ადგილზე მთელი დღე ჯდომა არაა საჭირო, შესაძლებელია გადაადგილება და საქმიანობის ადვილად შეცვლა.
მათი ზებუნებრივი ნიჭია ადამიანების განკურნების უნარი. თუ მოინდომებენ, შეუძლიათ თავის რკივილის გაყუჩება ხელებით, გათვალვისა და ნეგატიური ენერგეტიკისგან გაწმენდა.
მათ გვერდით ადამიანები თავს მშვიდად და კარგად გრძნობენ; დამუხტული არიან უზარმაზარი დადებითი ენერგიით. ხასიათით სიცოცხლის მოყვარული და მომთმენნი არიან.
ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემოს. არიან გამჭრიახი გონების პატრონი; შეუძლიათ სასარგებლო რჩევების მიცემა; ყოველთვის გაჭირვებულის გვერდით არიან, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათ გულისხმიერებას ხშირად იყენებენ. ღალატს კი ისინი არ პატიობენ, რისხვა იპყრობთ და იმპულსურად მოქმედებენ.
ამ პერიოდებში დაბადებულები ვნებიანი, ცეცხლოვანი პიროვნებები არიან – რასაც აკეთებენ, მთელი გულით აკეთებენ. არიან მეოჯახე ადამიანები.
ამონ–რა – 8–21 იანვარი, 1–11 თებერვალი
ამონი ბევრი ღმერთის ხასიათის ნიშნებს ატარებდა, მათ შორის რას – მზის ღმერთი, მინის – შემოქმედებისა და გამრავლების, მეომარი ღმერთის – მონტუს. დროთა განმავლობაში ამონ–რა დამცველი გახდა.
ეს ღმერთი წარმოდგენილია, როგორც მამაკაცი ცხვრის თავით, ან ადამიანის თავით ცხვრის რქებით ან მზის დისკოთი. ის მუტის – „დედა–ღმერთის“ მეუღლე იყო.
ამ პერიოდებში დაბადებული ადამიანების მთავარი მახასიათებელია მზის ოპტიმიზმი. ჯგუფში ისინი, როგორც წესი, ლიდერის როლს ასრულებენ. პროფესიებიდან კი არჩევენ ისეთს, რომელიც მათ პირადი ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
მათ სისხლში აქვთ დიდებისკენ სწრაფვა. შეაქეთ ამონ–რას მფარველობის ქვეშ მყოფნი და ისინი მთებს გადადგამენ. მათი ზებუნებრიობა წინასწარმეტყველების უნარში ვლინდება. მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველია. მათი ქარიზმა იზიდავს ადამიანებს.
მათ შეუძლიათ ადამიანების დარწმუნება, აქვთ ორატორული ნიჭი. ხანდახან იმდენად პოპულარული არიან მეგობრებს, კოლეგებს შორის, რომ საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ.
არიან თამამი და ხალისიანი ადამიანები; აქვთ ადამიანების დამშვიდების უნარი. ხანდახან ნებადართულის ზღვარსაც ლახავენ. მათ ლიდერის აურა აქვთ, მაგრამ არა –დიქტატორის. არიან კარგი დიპლომატები. ცოტა უცნაურია, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებში უჭირთ პარტნიორთან მთლიანად გახსნა.
მუტი – 22–31 იანვარი, 8–22 სექტემბერი
ქალღმერთი მუტი მკაცრი დედის სიმბოლოა. ისიდას მერე ის მნიშვნელობით მეორე ქალღმერთია. ის სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც „დედა“. მას გამოსახავდნენ ქალის სახით ორმაგი გვირგვინით. ხანდახან – ძუ ლომის ან გრიფის (ლომარწივი) სახით.
მუტის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები მომთხოვნი არიან როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. რომანტიკისგან შორს არიან და ადამიანებს არა სიტყვით, არამედ საქმით ეხმარებიან. ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ბევრია გამომცდელი, ექსპერიმენტატორი, ადამიანები, რომლებსაც საზოგადობაში პროგრესი შეამოაქვთ.
მათი ზებუნებრიობა ფიზიკურ ძალაში, ჯანმრთელობასა და ნებისმიერი უსიამოვნების წინასწარ შეცნობაშია. მათ გვერდით ნებისმიერ დაზვერვაში წასვლა უშიშრად შეიძლება.
არიან ძალზე ემოციური, ამიტომ ხშირად თავდაჯერებულობა აკლიათ. ხშირაც ეცვლებათ განწყობა – ხან ნაღვლიანი არიან, ხან მხიარული.
ვინმე რომ მოეწონოთ, ამ ადამიანმა დიდი მოთმინება უნდა გამოავლინოს. შეუძლიათ მარტო, განცალკევებით ცხოვრება. ფიქრობენ, რომ ამით თავს იცავენ ნეგატიური ემოციებისგან. მათ ცხოვრებაში სიყვარულს დიდი ადგილი უკავია; პარტნიორთან მტკიცე კავშირისა და სულიერი თანასწორობის მოსაპოვებლად შიშების დაძლევა და მთების გადადგმა შეუძლიათ.
გები – 12–29 თებერვალი, 20–31 აგვისტო
ეგვიპტელები მას დედამიწის, მტკიცე კავშირისა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. გები დედამიწის, მცენარეებისა და მინერალების სიმბოლოა. მას გამოსახავდნენ წითელი გვირგვინით ან სამ ნაწილად დაყოფილი პარიკით ბატის გამოსახულებით.
ამ ნიშნით დაბადებულები კარგი მრჩევლები, კეთილი და მგრძნობიარე ადამიანები არიან. მათ შორის ბევრი საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგი და ტექნიკის სფეროს სპეციალისტია.
ამ ადამიანების ზებუნებრიობა იმაშია, რომ მათი ხელშენავლები ყველაფერი ხარობს – საკმარისია, რაიმე მარცვალი ჩააგდონ მიწაში და ის აუცილებლად გაიხარებს.
ეს ადამიანები დროს თავისებურად განკარგავენ – არ უყვართ აჩქარება, ორომტრიალი. მათი ენერგია დედამიწის სიმწვანით იკვებება.
არიან ძალზე მგრძნობიარე, შთამბეჭდავი, მომხიბლავი ადამიანები. მეგობრები მათ ენდობიან და საიდუმლოს თამამად უზიარებენ. სიყვარულში მგრძნობიარე, მიმნდობ და ენერგიულ ადამიანს ეძებენ.
ისიდა – 11–31 მარტი, 18–29 ოქტომბერი, 19–31 დეკემბერი
ისიდა ქალურობისა და დედობის სიმბოლოა. ის ოსირისის მეუღლეა, დედა–ქალღმერთი, იცავს ახალშობილებსა და მეზღვაურებს. მას გამოსახავენ ხარის რქებშუა მზის დისკოთი, კალთაში ვაჟით.
ისიდას მთავარი არსი სიყვარულია. ამ ნიშნით დაბადებულები თავის გარშემო სითბოსა და სინაზეს თესავენ.
ზუსტად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. წარმატებებს აღწევენ ეკონომიკასა და პედაგოგიკაში. ზებუნებრივი ნიჭი ყველასთვის წარმატების მოტანაა – ისინი ერთგვარი ბედნიერი თილისმები არიან. ყველა ბნელი ძალა გაურბის ადგილს, სადაც ისიდას ნიშნით დაბადებულები იმყოფებიან.
არიან ხალისიანი, გულღია, ამბიციური ადამიანები. ცხოვრობენ ლამაზად, ენერგიულად, უყვართ ექსპერიმენტები. არიან მშვიდი, მიმნდობი, გულუხვი, უყვართ ადამიანები და ენდობიან მათ. თუ პარტნიორი უყვართ – უყვართ დიდხანს.
თუმცა, იმდენად იდეალისტური არიან, რომ თუ ღირსეული პარტნიორი ვერ იპოვეს, იმედგაცრუებული რჩებიან და ურჩევნიათ მარტო იყვნენ, ვიდრე უსახური პარტნიორი ჰყავდეთ.
ოსირისი – 1–10 მარტი, 27 ნოემბერი – 18 დეკემბერი
ოსირისი უდიდესი ეგვიპტური ღმერთია. მისი მოკვლა ძმამ სცადა, მაგრამ ისიდამ ის გააცოცხლა. ოსირისი ნაყოფიერებისა და განვითარების, მიცვალებულების ღმერთია. ის არის განახლების სიმბოლო, რადგან არასდროს კვდება. ამ ნიშნით დაბადებულები შესანიშნავი ორატორები და ორგანიზატორები არიან.
მათი ზებუნებრიობაა ის, რომ ადამიანებს გამჭოლად ხედავენ; ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვის აზრებს კითხულობენ, თითქოს მათგან ვერაფერს დამალავთ.
მათ სწამთ ცხოვრების, არიან თავდაჯერებულები; ყოველ წამს მთელი სისავსით ცხოვრობენ, არ ეშინიათ წარუმატებლობის, რადგან ყოველთვის აქვთ სათადარიგო ბილიკი, შესაძლებლობა, ყველაფერი გამოასწორონ, კიდევ უფრო ამაღელვებელ თავგადასავლებში გადაეშვან.
თუმცა, მათი დაუოკებელი ოპტიმიზმიც მოითხოვს დასვენებას; ამიტომ ხანდახან მსუბუქი დეპრესიული განწყობაც ეუფლებათ. მათში წარმატებით ერწყმის ერთმანეთს ძალა და სინაზე, ვნება და ალტრუიზმი. ხანდახან იმას ეძებენ, რაც უკვე მათ ხელთაა. ისინი ხშირად მეგობრობას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე სიყვარულს.
თოტი – 1–19 აპრილი, 8–17 ნოემბერი
თოტი ადამიანებს მეტყველების, დამწერლობისა და არითმეტიკის ათვისებაში ეხმარებოდა. ის მეცნიერებისა და ფილოსოფოსების მფარველად მიიჩნეოდა. მას გამოსახავდნენ ან ადამიანის, ან ბაბუინის სახით იბისის მთვარით მოკაზმული თავით.
ამ ნიშნით დაბადებულები დიდ ყურადღებას უთმობენ დეტალებს, გამოირჩევიან ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარით. მათი ზებუნებრიობა ჰიპნოზის უნარში ვლინდება.
მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დაარწმუნონ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში – მთავარია, მათ თვალებში ჩახედონ, ტყუილსა და სიმართლეს ორ წამში განარჩევენ.
ცნობისმოყვარეობა მათ ყოველივე ახლის ძიებისკენ უბიძგებს. არიან მომხიბლავი და მორცხვი, მედგრად უძლებენ ყველა დაბრკოლებას ცხოვრების გზაზე.
მუდამ ჭეშმარიტების გაგებას ცდილობენ, არიან ხელგაშლილი და პატიოსანი ადამიანები. აქვთ პედაგოგიური ნიჭი; უყვართ და შეუძლიათ „სიტყვებით მუშაობა“. სიყვარულს რაც შეეხება, შეუძლიათ პარტნიორს მისცენ ყველაფერი საუკეთესო და საკუთარი ნაკლოვანებები ოსტატურად დამალონ.
ანუბისი – 8–27 მაისი, 29 ივნისი – 13 ივლისი
ანუბისი ბერძნულ მითოლოგიაში გარდაცვლილების ბალზამირებას აკეთებდა, ეს ცერემონია საზეიმოდ მიჰყავდა. გარდაცვლილთა ღმერთი დაკრძალვების ცერემონიებისა და მუმიფიკაციის გამანაწილებელი იყო. ის ელოდებოდა გარდაცვლილ სულებს, მართავდა მათ სამსჯავროს და იცავდა მათ. ეს სახელი ითარგმნება, როგორც „ტურა“ და ასევე გამოსახავდნენ მას ფრესებზე.
ანუბისის ნიშნით დაბადებულებს აქვთ შავი იუმორის გრძნობა, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეუძლიათ სასიხარულო მომენტების პოვნა. არიან ბუები – უყვართ გვიან დაძინება და გვიან ადგომა. ხმაურიან კამპანიებს განმარტოება ურჩევნიათ.
სამსახურის საქმეებშიც მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ მარტო მყოფებს, ვიდრე გუნდში. მათი ზებუნებრიობა მართლმსაჯულების აღსრულების უნარში ვლინდება – არავის შეუძლია ადამიანებისგან სიმართლის დამალვა.
ისინი ყოველთვის იცავენ სუსტებს და სჯიან დამნაშავეებს. უპირატესობას ანიჭებენ არა სინათლეს, არამედ ჩრდილს, მარტოობას და არა – პოპულარობას. მათ აფასებენ გულწრფელობისა და ერთგულებისთვის.
არიან ცოტა იდეალისტები, ძალიან ემოციურები. ხანდახან დეპრესიაშიც ვარდებიან. არიან შესანიშნავი ფსიქოლოგები – არაცნობიერი მათთვის საიდუმლო არ არის.
არიან ქედუხრელნი და ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლიან. ეს ზოგიერთ პრობლემას ქმნის სასიყვარულო ურთიერთობებში. უჭირთ სულიერი ჭრილობების შეხორცება და ამიტომ – მონათესავე სულის პოვნა.
პარტნიორს ძალზე ფრთხილად ირჩევენ.
სეთი – 28 მაისი – 18 ივნისი, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი
სეთი ეგვიპტელებისთვის თავისუფლების სიმბოლო იყო; ბნელეთის, არეულობის, უდაბნოების, ქარიშხლებისა და ომების ღმერთი. მას ხშირად გამოსახავდნენ ტახისთავიან ადამიანად.
სეთმა ეჭვიანობის გამო მოკლა თავისი ძმა ოსირისი, რომელიც ისიდამ გააცოცხლა. ამ დანაშაულისთვის ის უდაბნოში გადაასახლეს. სხვა თქმულებით, ის ცაში გაამწესეს, სადაც დღესაც დიდი დათვის თანავარსკვლავედის სახით გვევლინება.
სეთის ნიშნით დაბადებულები ძალზე ამბიციური, გამომგონებელი, საკუთარ თავსა და თავიანთ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი ხშირად ირჩევენ პოლიტიკის გზას ან ხელმძღვანელი პირები ხდებიან.
მათი ზებუნებრიობა მარჩიელობაში ვლინდება, შესანიშნავად კითხულობენ ბედის ნიშნებს და სწორი დასკვნები გამოაქვთ. ადამიანები მათ ადვილად ანდობენ ხოლმე თავიანთი ბედის საკითხებს.
ისინი ბუნებით დამპყრობლები არიან, მიიჩნევენ, რომ დაბრკოლებები მათ გადასალახავად იქმნება, ამიტომ მუდამ ამ ბარიერებს ეძებენ. ახასიათებთ წარსულზე ჩაბღაუჭება, არადა, სჯობს, მომავალს იმედით შეხედონ.
წარსულ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, ამიტომ მუდამ ახლიდან იწყებენ, თავიდან ამოწმებენ თავიანთ უნარებს, ვიღაცას ეჯიბრებიან. შინაგან სიმშვიდეს შინაგან პარადოქსებთან ბრძოლაში პოულობენ.
ხშირად ჰგონიათ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ვერ იტანენ შეზღუდვებს პროფესიულ, სოციალურ და სასიყვარულო სფეროებში. თავიანთი ეგოიზმით იცავენ თავს იმ მოვლენებისგან, რომელთაც მათთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ.
თავისუფლების შენარჩუებისთვის გაქცევა და დამალვა ურჩევნიათ. სიყვარულში უჭირთ ეჭვიანობის დამალვა და ქვეცნობიერად ისეთ პარტნიორებს ირჩევენ, ვისაც მათი იმპულსური საქციელი ხიბლავთ.
ბასტეტი – 14–28 ივლისი, 23–27 სექტემბერი, 3–17 ოქტომბერი
ბასტეტი სოყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთია. მას ძუ კატის ან ლომის თავით გამოსახავდნენ. ის იცავდა ფარაონებსა და კაცობრიობას. ამ ნიშნით დაბადებულები მომხიბლავი, მგრძნობიარე ადამიანები არიან, რომლებიც ვითარებებში კარგად ერკვევიან.
ამ ნიშნით დაბადებული ქალები იდეალური ცოლები და დედები არიან. ადვილად აღწევენ წარმატებას ყველა პროფესიაში, რომლებიც „ქალურ“ პროფესიებად მიიჩნევა. მათგან დგებიან შესანიშნავი მასწავლებლები, მედდები, ფლორისტები და ბუღალტრები. შესანიშნავად ქსოვენ, კერავენ და ამზადებენ უგემრიელეს საჭმელს.
მათი ზებუნებრიობა მათი დამშვიდებისა და სტრესის მოხსნის უნარშია. აქვთ საოცრად „მყუდრო“ ბიოველი.
ისინი თავდაცვას არიან მიჩვეული. სიფრთხილე მათი ძლიერი მხარეა, მაგრამ ზედმეტი სიგრთხილე სიტუაციის სწორად შეფასებაში უშლის ხელს. უნდა გადალახონ თავიანთი სიმორცხვე და მაშინ ცხოვრება უფრო საინტერესო და ნათელი გახდება.
ადამიანებს მათში იზიდავს შარმი, დიპლომატია, გრაციოზულობა და ხელგაშლილობა. კარგად განითარებული აქვთ ინტუიცია, ტაქტის გრძნობა, ამიტომ მათ ხშირად მიმართავენ რჩევისთვის.
სიყვარულში ეძებენ ისეთ პარტნიორს, რომელიც დააფასებს მათ მგრძნობიარობასა და ემოციურობას. ახლობლების მიმართ მზრუნველი და მოსიყვარულე არიან.
გორი – 1–7 მაისი, 20–30 აპრილი, 12–19 აგვისტო
მას ხშირად გამოსახავენ მიმინოსთავიან ადამიანად. ცის, ვარსკვლავების, სიყვარულის ღმერთია, ფარაონთა დამცველი, ერთ–ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ეგვიპტური ღმერთი.
ამბობენ, დანახვა ღამითაც შეუძლიათო. ამ ნიშნით დაბადებულები ფრენისთვის არიან შექმნილი. აქვთ შესანიშნავი ფანტაზია, მდიდარი წარმოსახვის უნარი, მშვენივრად ახდენენ საუთარი თავის რეალიზებას შემოქმედებაში, ასევე დგებიან კარგი ბიოლოგები და ზოოლოგები, ცხოველების მომთვინიერებლები.
მათი ზებუნებრიობა ცხოველების ენის გაგებაშია. ალერსითა და ძალით ნებისმიერი მხეცის მორჯულება შეუძლიათ.
მათ აფასებენ სიხალისის, კეთილშობილების, ჯანსაღი პრაგმატიზმის გამო. მიზანს ნათლად ხედავენ, ამიტომ მის მისაღწევად პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ. აქვთ შემოქმედის სული, არ უშინდებიან მძიმე სამუშაოს, პირიქით – ისწრაფვიან მისკენ. უყვართ რისკი და არ გაურბიან პასუხისმგებლობას. ყოველთვის თავდაჯერებულნი არიან.
უყვართ ყველაფრისა და ყველას მართვა, გაკონტროლება; მათი დესპოტიზმით გარშემომყოფები ღიზიანდებიან, არცთუ ტაქტიანი არიან. უნდა გამოიმუშაონ თმენის უნარი და დიპლომატიურობა.
შეუძლიათ ერთი ნახვით შეუყვარდეთ, მაგრამ ასეთი სიყვარული მალე ქრება. დროთა განმავლობაში გრძნობების მხრივ უფრო მეტად სტაბილური ხდებიან.
სეხმეტი – 29 ივლისი – 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი – 7 ნოემბერი
ესაა ლომისთავიანი ღმერთი. მისი მთავარი მიზანია სამართლიანობა. სეხმეტი ნიშნავს „ძალას, სიმძლავრეს“. სეხმეტი ჩხუბისა და ომის ქალღმერთი იყო.
ის ადამიანური უბედურებების წყარო იყო. ეს მავნებელი გოგონა ავრცელებდა ეპიდემიებს, მაგრამ მასვე შეეძლო ავადმყოფობებისგან განკურნება. ის ექიმებსა და მაგებს მფარველობდა.
მას გამოსახავდნენ ძუ ლომის სახით ან ლომისთავიან ქალად. ამ ნიშნით დაბადებულები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, არიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
ისინი ერთნაირად ნიჭიერი არიან ისეთ პროფესიებში, სადაც ადამიანებთან ურთიერთობები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. მათი ზებუნებრიობა მათ იღბალშია. ყოველთვის ჩნდებიან საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე; რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, მათი თანმდევი ყოველთვის იქნება იღბალი.
არიან ვნებიანი, ქედუხრელი, ამაყი პიროვნებები. ჰყავთ ბევრი მეგობარი მიუხედავად იმისა, რომ არ არიან შემწყნარებელი და მიმტევებელი. თავს კარგად აკონტროლებენ და შეცდომებს იშვიათად უშვებენ.
თუმცა, მათი ამაყი გარეგნობის უკან პატიოსანი, მგრძნობიარე, ფრთხილი ნატურა იმალება, რომელიც აღიარებას ელოდება. არიან პერფექციონისტები, ამიტომ მუდამ უკმაყოფილო რჩებიან. მეტი მოქნილობა, ფანტაზია და ნაკლები თვითკრიტიკა დაეხმარება, რომ ეს ცხოვრება უფრო მსუბუქად მიიღონ.