გაზაფხულის მახარობლები - ზაფრანა
გაზაფხულის მახარობლები - ზაფრანა

„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ კეთილშობილი ზაფრანა. მასში დაინახავთ ზეცის უსაზღვრო სილურჯეს, ყვითელი მთვარის იდუმალებას, ვარდისფრად მოკიაფე ალიონსა და მოწითალო ლილისფერ დაისს“, - სწორედ ასეა აღწერილი ძველ აღმოსავლურ მანუსკრიპტში ზაფრანას (Crocus) ყვავილების მშვენიერება.
ამ მცენარის 80 -მდე სახეობაა გავრცელებული ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში გავრცელებული 5 სახეობიდან ერთი საქართველოს ენდემია (Crocus autranii) და მხოლოდ აფხაზეთში იზრდება.
youtube embed goes here!
სწორედ ზაფრანას ერთ-ერთი სახეობის Crocus sativus ყვავილის დინგის შეგროვებით მზადდება მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე ძვირად ღირებული სანელებელი - შაფრანი.
youtube embed goes here!
ეს ულამაზესი ბოლქვოვანი ყვავილები თეთრყვავილებთან ერთად იშლება ბაღში და მაისის ბოლომდე ყვავის . თქვენს ბაღში ზაფრანას ნათელი, მზით გამთბარი ადგილი უნდა მიუჩინოთ. იზრუნეთ დრენაჟზე, რადგან ვერ იტანს ზედმეტ სინოტივეს. ასევე არ უყვარს მჟავე და მძიმე თიხნარი ნიადაგები. მოვლაში უპრეტენზიოა. კარგი იქნება თუ ვეგეტაციის პერიოდში მინერალურ სასუქს დავახმართ. ამ მცენრის უდავო ღირსებაა, რომ მისი ბოლქვები ყოველწლიურად მიწიდან ამოღებას არ საჭიროებენ. ერთ ადგილას შეუძლიათ 3-5 წელი დაჰყონ. მრავლდებიან ბოლქვის დაყოფით. ერთი ბოლქვი წლის განმავლობაში საშუალოდ 5-10 შვილეულს იკეთებს.
youtube embed goes here!
კიდევ ერთი დეტალი - ზაფრანას ბოლქვები ციყვების, თაგვებისა და სხვა მღრღნელების საყვარელი სასუსნავია. ამიტომ შემოდგომაზე მათი დარგვისას, მებაღეები პატარა წნული კალათების გამოყენებას გვირჩევენ.