ტესტი-მკითხაობა: რა გელით მომავალში?
ტესტი-მკითხაობა: რა გელით მომავალში?
ტესტის ავტორები ირწმუნებიან, რომ თუ კითხვებს გულწრფელად გასცემთ პასუხებს, მომავლის წარმოუდგენლად ზუსტ სურათს მიიღებთ. სცადეთ, იქნებ ეს სიმართლეა? ყოველ შემთხვევაში, გაერთობით მაინც.
ტესტის ავტორები ირწმუნებიან, რომ თუ კითხვებს გულწრფელად გასცემთ პასუხებს, მომავლის წარმოუდგენლად ზუსტ სურათს მიიღებთ. სცადეთ, იქნებ ეს სიმართლეა? ყოველ შემთხვევაში, გაერთობით მაინც.

ხომ არ დაგინახავთ ბოლო ათ დღეში შავი ფრინველი?
ბოლო ერთ კვირაში რამდენ უცნობს მიესალმეთ?
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ხომ არ შეგინიშნავთ რაიმე მწერი სახლში?
თქვენი შინაური ბინადრები უცნაურად ხომ არ იქცევიან ამ ბოლო დროს?
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხომ არ უჩუქებია ვინმე უცნობს რამე?
ხომ არ შეგემთხვათ რამე აუხსნელი ბოლო 30 დღის განმავლობაში?
რომელი ფერი გიზიდავთ ამ მომენტში აქედან?
დიდი ხანია, რაც მეგობართან ერთად (ქალთან თუ მამაკაცთან) ლანჩზე არ ყოფილხართ?
აირჩიეთ რამე ერთი
ხომ არ გიკოცნიათ ბოლო პერიოდში უცნობისთვის?
ბოლო 24 საათში დალიეთ თუ არა ჩაი?
აირჩიეთ რამე ერთი
დღეს მელოტი მამაკაცი ხომ არ დაგინახავთ?
სიმდიდრე
სიმდიდრე
უახლოეს მომავალში თქვენი თასი იმით აივსება, რაც გსურთ, რათა თავი შეძლებულ ადამიანად იგრძნოთ. იქნება ეს ფული, ოქრო თუ გემრიელი ღვეზელები — არჩევანი თქვენზეა.
მოკლედ რომ ვთქვათ, იმდენს მიიღებთ, რამდენზეც ვერც კი იოცნებებდით. მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად: ზოგჯერ დიდი ქონება ახალი სიძნელეების მაუწყებელია. ყველამ კი არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს მდიდრულად.
სიყვარული
სიყვარული
უახლოეს მომავალში ნამდვილ და დიდ სიყვარულს შეხვდებით. ეს იქნება ერთი ნახვით სიყვარული ყველაზე მოულოდნელ ადგილას. დიახ, თქვენ შეგიყვარდებათ ადამიანი, რომელსაც პირველად ნახავთ ცხოვრებაში. შესაძლოა ამ ახალმა გრძნობამ, რომელიც მთლიანად შეგიპყრობთ, ამჟამინდელ სიყვარულთან დაგაშოროთ კიდეც. გაფრთხილებთ: რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის.
პროფესიული წარმატება
პროფესიული წარმატება
ვარსკვლავებს მიაჩნიათ, რომ დადგა დრო, კარიერული გარღვევა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ჰორიზონტზე დიდი შესაძლებლობები ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. დაემშვიდობეთ ბუზღუნა ხელმძღვანელს და მოემზადეთ ახალთან შესახვედრად, რაც ღირსეულ მომავალს აგიწყობთ. მაგრამ იყავით ფრთხილად და ყურადღებით გააკეთეთ არჩევანი, ვინაიდან თქვენ წინაშე შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე კარი გაიღოს.
გარდასახვა
გარდასახვა
თქვენს ცხოვრებაში გარდამავალი პერიოდი დგება. შედეგი კი სრულად თქვენს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მოემზადეთ უამრავ ალტერნატივასთან შესახვედრად. გაფრთხილებთ: ყველა მათგანი მოსაწონი ვერ იქნება, შესაძლოა „მენიუში“ მაინცდამაინც ის არ იყოს, რასაც თქვენ ისურვებდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ოპტიმალური ვარიანტი თავისი შედეგებით საუკეთესო აღმოჩნდება. იცოდეთ, „ჩამოფასებული მენიუც“ რომ შეგხვდეთ, ეს მაინც ის იქნება, რაც თქვენ გჭირდებათ.
ღალატი
ღალატი
არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს საკუთარ ზურგში ჩაცემული მახვილი აღმოაჩინეთ. აშკარად გყავთ ვიღაც ავის მდომი. იყავით ფრთხილად: ამ ადამიანმა უკვე დაქსელა თქვენს გარშემო ხაფანგი, რათა ხელში ჩაიგდოს ის, რაც თქვენ გეკუთვნით. ეს შესაძლოა იყოს თქვენი ადგილი სამსახურში, მეორე ნახევარი, შეყვარებული თუ რაიმე ტიპის ქონება. იყავით ფხიზლად! ახლა უკვე გაფრთხილებული და, შესაბამისად, შეიარაღებულიც ხართ. ასე რომ თქვენი დამარცხება უკვე აღარ არის მარტივი.