ტესტი სამხედრო ისტორიაზე (ძვ.წ. 500-ახ.წ. 500)

შეამოწმე შენი ცოდნა ანტიკური ხანის სამხედრო ისტორიაში

Nika Khoperia
Created by Nika Khoperia(User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Aug 21, 2018
Help Translate This Item
1 / 30

რიგით ლეგიონერზე მაღალი წოდების და ცენტურიონზე დაბალი რანგის ჯარისკაცი რომაულ ჯარში:

2 / 30

გალიის რომის წინააღმდეგ აჯანყების ბოლო ეტაპზე, ძვ.წ. 52 წლის სექტემბერში, რომელ ქალაქში იყო შეფარებული ვერცინგეტორიქი, სანამ იძულებული გახდებოდა იულიუს კეისარს დანებებოდა?

3 / 30

რომელმა იმპერატორმა მოახერხა III საუკუნის კრიზისის დროს, გალიისა და პალმირის იმპერიების დამარცხება, შემოერთება და რომის იმპერიის აღდგენა?

4 / 30

რომელ მეფესთან მსახურობდა ჰანიბალი კართაგენიდან გადასახლების შემდეგ?

5 / 30

ვინ სარდლობდა პართიელებს ძვ.წ. 53 წელს, კარეს ბრძოლაში, რომელშიც მარკუს კრასუსის რომაული არმია სასტიკად დამარცხდა?

6 / 30

რომელი გერმანული ტომი დაამარცხა რომის მომავალმა იმპერატორმა იულიანემ 357 წელს, სტრასბურგის ბრძოლაში?

7 / 30

რომაელი კონსული, რომელმაც ძვ.წ. 73-67 წლებში ილაშქრა აღმოსავლეთში, მონაწილეობა მიიღო III მითრიდატულ ომში და მოახერხა პონტოსა და სომხეთის მეფეების დამარცხება:

8 / 30

რომელი აფრიკული ხალხის წარმომადგენლები იყვნენ ჰანიბალის განთქმული მსუბუქი კავალერისტები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პუნიკური ომის დიდ ბრძოლებში?

9 / 30

ბერძნულ-მაკედონურ ჯარში რა ეწოდებოდა ძირითად ტაქტიკურ დანაყოფს, რომლებიც დაახლოებით 500 ჯარისკაცისგან შედგებოდა?

10 / 30

გალი გლადიატორი, რომელიც „მონების მესამე ომში"(ძვ.წ. 73 - ძვ.წ. 71) სპარტაკის ჯარის ერთ-ერთი მეთაურის თანამდებობას იკავებდა და ძვ.წ. 72 წელს, გარგანოს მთასთან ბრძოლაში თავის რაზმთან ერთად დაიღუპა:

11 / 30

რა ეწოდებოდა მაკედონელი ფალანგისტის 5.5 მეტრიან შუბს?

12 / 30

რომაელი მხედართმთავარი, რომელმაც შური იძია გერმანულ ტომებზე, 9 წელს, კვინქტილიუს ვარუსის არმიის განადგურებისთვის და მოახერხა დაღუპული ლეგიონების ოქროს არწივების დაბრუნება:

13 / 30

სპარსული მცირე ზომის ფარი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გამოიყენებოდა და აქემენიანთა ჯარში ბერძენ ჰოპლიტებთან წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ გაჩნდა:

14 / 30

რა საპატიო მეტსახელი დაიმსახურა რომაელმა კონსულმა ლუციუს ემილიუს პაულუსმა ძვ.წ. 168 წელს, პიდნას ბრძოლაში მეფე პერსევსის ლაშქარზე გამარჯვებით?

15 / 30

რომელი ცნობილი ათენელი სტრატეგოსის ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა სიცილიის ქალაქებზე ძვ.წ. 415-13 წლებში, რომელიც კატასტროფული მარცხით დასრულდა?

16 / 30

რომელი გერმანული ტომიდან იყო გაიუს იულიუს ცივილისი, რომელმაც 69-70 წლებში რომაელების წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოაწყო, რომლის ჩახშობის შემდეგაც, ამ ტერიტორიაზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად რომაული ლეგიონის ჩაყენება გახდა საჭირო?

17 / 30

რომელ დიდ ბრძოლაში დაამარცხა ძვ.წ. IV საუკუნის თებელმა სტრატეგოსმა ეპამინონდასმა სპარტელები, თუმცა თვითონაც ბრძოლის ველზე დაეცა?

18 / 30

ხმელთაშუა ზღვის რომელი კუნძულიდან იყვნენ გაწაფული მეშურდულეები, რომელთაც ხშირად ქირაობდნენ კართაგენელები და რომაელები?

19 / 30

ვესტგოთების მეფე, რომელიც 451 წელს, კატალაუნის ველზე ბრძოლაში დაიღუპა:

20 / 30

სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა (ძვ.წ. 42 წ.), რომელშიც მარკუს ანტონიუსისა და ოქტავიანეს ლაშქარმა დაამარცხა ბრუტუსისა და კასიუსის არმია?

21 / 30

ძვ.წ. 331 წელს, გავგამელას ბრძოლაში, რომელი მხედართმთავარი სარდლობდა მაკედონელთა მარცხენა ფლანგს, სანამ ალექსანდრე მარჯვენა ფლანგიდან მანევრს ახორციელებდა დარიოს III-ს წინააღმდეგ?

22 / 30

ელინისტური ხანის დიდი საბრძოლო ხომალდი, რომლის გამოგონებაც სიცილიის ტირანს დიონისე I-ს მიეწერება. ასეთ გემებს აქტიურად იყენებდნენ კართაგენელები, ხოლო შემდეგ რომაელებიც პუნიკურ ომებში:

23 / 30

რომელი გერმანული ტომები გაანადგურა სექსტიუსის წყლებთან ბრძოლაში გაიუს მარიუსმა ძვ.წ. 102 წელს?

24 / 30

რა დამსახურებისთვის აჯილდოვებდნენ ჯარისკაცს მუხის ფოთლების გვირგვინით რომაულ ჯარში?

25 / 30

ელინისტური ხანის რომელმა მხედართმთავარმა გამოიგონა „ჰელეპოლისი", დიდი საალყო კოშკი, რომლითაც მოწინააღმდეგის გალავნის გადალახვა იყო შესაძლებელი?

26 / 30

რომის რომელმა იმპერატორმა შექმნა ახალი საიმპერატორო გვარდია (შემდგარი ორი რაზმისგან- Ioviani და Herculiani) პრეტორიანელების ნაცვლად?

27 / 30

იუდეის პირველ ომში, რომელი რომაელი სარდალი მეთაურობდა აჯანყებულთა ციხესიმაგრის, მასადას ალყას?

28 / 30

კართაგენელთა ქალაქი ესპანეთში, რომლის ალყითაც დაიწყო პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა ესპანური კამპანია:

29 / 30

ქვეითთა თავდაცვითი წყობა, რომელსაც იყენებდნენ გერმანული ტომები და რომაელები გვიანანტიკურ ხანაში:

30 / 30

რა ეწოდებოდათ ალექსანდრე მაკედონელის რჩეულ ვეტერანთა ქვეით რაზმს რომლებიც მოვერცხლილ ფარებს ატარებდნენ, ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ კი მის სარდალს, ევმენეს ახლდნენ?

30
Questions left
These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021