v-circle-o Created with Sketch.

ალექსანდრე აქუარიუსი - ადამიანი, რომლის ხელშიც ქართული დამწერლობა ხელახლა იბადება

საზოგადოებრივი
Created by საზოგადოებრივი (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Oct 8, 2017
Help Translate This Item

ქართულ დამწერლობასთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. ლამაზი ხელწერა ხელოვნებაში გადაზარდა და საკუთარი თავი შექმნა. ალექსანდრე აქუარიუსი, იგივე ალექსანდრე მამუკაშვილი გორელი კალიგრაფი და კალიგრამისტია. არ იცის, უბრალოდ ხატვით წერს, თუ წერით ხატავს, თუმცა ერთი რამ ცხადია - მის ხელში ქართული დამწერლობა ახლიდან იბადება. ალექსანდრე მხატვარიცაა, თუმცა კალიგრაფიაში ემოციების გამოხატვის ახალი გზა იპოვა, გზა, რომელსაც ჩვენ ახლა გიჩვენებთ. 

ალექსანდრე აქუარიუსი: წერა დედამ მასწავლა, როცა 3 წლის ვხდებოდი და დასაწყისშივე ყურადღებას ვაქცევდი წერის ესთეტიკას და ყოველი უშნოდ დაწერილი ასო ხასიათს მიფუჭებდა. როცა სკოლაში მივედი, იქაც ყველა კალიგრაფიას მიქებდა - გოგონებზე ლამაზადაც კი წერო და ასე მემატებოდა მოტივაცია, დროთა განმავლობაში უბრალოდ ლამაზი ხელწერა ხელოვნებაში გადავიყვანე. ამას დაემატა კალიგრაფიის კონკურსები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა ჩემი, როგორც კალიგრაფის ჩამოყალიბებაში.

- რას ნიშნავს შენთვის კალიგრაფია. როგორია ემოციები, როდესაც ქართული ასობგერები შენს ხელში განსხვავებულად ცოცხლდება...

- თითოეული ადამიანი ემოციების ჭურჭელია. ალბათ მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებს და ა.შ. ყველაზე მეტად გაუმართლათ, რადგან შემოქმედება ამ ემოციებისგან დაცლის ყველაზე ლამაზი, გულწრფელი, შთამბეჭდავი გზაა. მხატვარიც ვარ, თუმცა კალიგრაფის ამპლუაში დამატებითი, სრულიად განსხვავებული სადინარი იხსნება ემოციებისთვის, გზა, რომელზეც მხოლოდ მხატვრობა ვერ გაგატარებს.

- როგორც პროფესიონალისათვის, რა განსაკუთრებული ღირებულება აქვს ქართულ ანბანს?

- მე კალიგრამისტიც ვარ. (კალიგრამა - ტექსტი, რომელიც გრაფიკულად ნახატს ქმნის). ამ ხელოვნებაში ასოები პლასტიკური უნდა იყოს, ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უპირველესია ამ მხრივაც, მისი მოქნილობა და მრგვალი ფორმები ერთგვარი ფუფუნებაა საინტერესო კალიგრამის შესაქმნელად.

- როგორც ვიცი, სხვადასხვა კონკურსშიც მონაწილეობდი...

- დიახ, კალიგრაფიის პირველი კონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე, მშობლიურ ქალაქ გორში ჩატარდა, შემდეგ გაცილებით დიდი მასშტაბის კონკურსი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა და 4 ნომინაციაში გავიმარჯვე. გაკეთდა გამოფენებიც ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში, პერსონალური გამოფენა აბუ დაბიშიც მქონდა. არაბული სამყარო განთქმულია კალიგრაფიული სკოლით, ძალიან მოსწონთ ქართული კალიგრაფია. მაქვს წერის საკუთარი ტექნიკა და, ალბათ თავისთავად თვალშისაცემია. გაყიდული ნამუშევრებიდან უმეტესად უცხოელები არიან მფლობელები, რომლებიც ფეისბუქით მიკავშირდებიან.

- როგორია შენი წერის ტექნიკა და როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი?

- ჩემს სავიზიტო ბარათად კალიგრამის ხელოვნება იქცა. ამ შემთხვევაში შთამაგონებელი შეიძლება ლექსი, პროზა ან უბრალოდ ფრაზა იყოს, შემდეგ მინდება ლექსის გამოსახვა ნახატით, რომელიც სწორედ ამ ლექსს შეიცავს. კალიგრამის ხელოვნებას სწორხაზოვნად არ მივყვები, აქაც არაერთ მიმართულებას ვავითარებ.
საბოლოოდ, თავადაც არ ვიცი, ხატვით ვწერ თუ წერით ვხატავ.

- შექმნის პროცესში, სიტყვას ან ასოს თუ აქვს ემოციური დატვირთვა, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად გამოსახავ?

- ემოციური კავშირი არამგონია, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს სამრეგისტრიანი და დატვირთული ასობგერების წერა, რადგან საშუალებას იძლევა, რომ იყო მეტად შემოქმედებითი. „რ" ჩემი ფავორიტია, ყველაზე ნაკლებად „ნ"-ს წერა მომწონს, რატომღაც.

- როგორია შენი გეგმები, რაიმე პროექტის განხორციელებას ხომ არ გეგმავ?

- ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი გეგმებზე, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა მაქვს შემოქმედებაში, რაც, როგორც წესი, რაღაც კარგის ნიშანია, ვგულისხმობ, რომ ხანგრძლივ შემოქმედებით მიქცევას უფრო ძლიერი მოქცევა მოყვება, იმედია ცუნამის რანგის. შემოდგომა დიდ როლს თამაშობს ჩემს პროდუქტიულობაში.

ალექსანდრეს პირველი არხის დაწერა ვთხოვეთ. მან არ დააყოვნა და 5 წუთში შედეგიც გვაჩვენა.

წერის პროცესში

შედეგი:

ალექსანდრეს ნამუშევრები

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021
SIGN UP TO PLAYBUZZ
Join our email list and receive super fun quizzes!
Don't worry. We don't spam.

LIFESTYLE