აპატიეთ მშობლებს წყენა

ალბათ ბევრ ჩვენგანს შეხვედრია ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ვერა და ვერ დაუვიწყებია, რაც მშობლებისგან სწყენია. არადა, ეს განცდა საკმაოდ მძიმე ტვირთია და თრგუნავს კიდეც ადამიანს.

სპეციალისტების თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი და მეთოდი იმისა, რომ წყენა დაივიწყოთ და მშობლებს შეცდომა მიუტევოთ.

სცადეთ და თავად ნახეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს მეთოდები.

აი ზოგიერთი მათგანი:

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Mar 13, 2019
1

რესურსის არქონა

გააცნობიერეთ, რომ მათ რთული ცხოვრება ჰქონდათ: მძიმე სამუშაო, უფულობა, საკვების შოვნაზე ზრუნვა, დაძაბული ყოფა, რიგები...
ქანცგამოცლილი მშობლები ვეღარ იყვნენ ფსიქოლოგიურად მგრძნობიარეები და შვილებს მხოლოდ იმას აძლევდნენ, რისი რესურსიც რჩებოდათ.

2

ახალგაზრდები და გამოუცდელები

კარგია, თუ გაიხსენებთ, რამდენი წლისანი იყვნენ თქვენი მშობლები იმ დროს.
გაიაზრეთ, რომ ახალგაზრდებს ხშირად არ ჰყოფნით გამოცდილება და შვილების მიმართ შეცდომას ძირითადად ამის გამო უშვებენ.

3

თქვით, რაც გეწყინათ

ეს თემა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ტაბუდადებული. არსებობდა ერთადერთი ვარიანტი:

„მშობელი - ეს წმინდა ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა და გაგზარდა. ამიტომ უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე. თუ რამე გეწყინა, ისევ შენი ბრალია".

არავითარ შემთხვევაში!
თუ მშობლებისგან რამე გეწყინათ, უთხარით მათ ამის შესახებ. არ შეიძლება იმისა დაფარვა, რომ მათ გამო ცუდად იგრძენით თავი.

4

ცხოვრება ბავშვობისდროინდელი ტრავმებით

ნუ იცხოვრებთ დამღით "კაცი, რომელიც დედას არ უყვარდა", ან "კაცი, რომელსაც ბავშვობაში სცემდნენ".

თუ პატარაობაში უძლური იყავით, წინააღმდეგობა გაგეწიათ, ახლა არჩევანი უკვე თქვენზეა, დაუშვებთ თუ არა იმას, რომ ბავშვობისდროინდელმა ტრავმებმა განსაზღვროს თქვენი პიროვნული თვისებები.

თუ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ წყენის "გადახარშვას", აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს. არავითარ შემთხვევაში არ იცხოვროთ ამ ტვირთით.

5

დაელაპარაკეთ მშობლებს

კარგი იქნება, თუ ასე მოიქცევით.
იქნებ ისინი უკვე მზად არიან, აღიარონ ახალგაზრდობაში თქვენს მიმართ დაშვებული შეცდომა?

ასეთი საუბარი ხშირად ქცეულა ახალი, ბევრად თბილი ურთიერთობების დასაწყისად.

6

მშობლების "აღიარებითი ჩვენება"

ეს, ძირითადად, იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ბავშვობაში მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყავით - ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობისა.

მშობლის "აღიარებითი ჩვენება" ხშირად ერთადერთი პირობაა იმისა, რომ შვილმა მასთან ურთიერთობა განაგრძოს.
ამიტომ პირდაპირ უთხარით მათ: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოტყდე, რომ ეს ასე იყო. მე არ მჭირდება შენი ბოდიში. უბრალოდ მინდა, არავის აფიქრებინო, თითქოს ამ ყველაფერს ვიგონებ!"

7

გამოიტირეთ ბავშვობა

თუ ერთ დღეს თავს იმის უფლებას მისცემთ, რომ გამოიტიროთ ის, რაც ბავშვობაში გინდოდათ, მაგრამ არ გქონდათ (ფსიქოლოგიურიცა და მატერიალურიც), ვინაიდან თქვენს მშობლებს ამის მოცემა არ შეეძლოთ, ძალიან, ძალიან მოგეშვებათ გულზე.

8

მშობლები აღარ შეიცვლებიან

ძალიან ხშირად დედ-მამის მიმართ წაყენებული პრეტენზიების უკან იმალება რაღაც ბავშვური ოცნება და იმედი იმისა, რომ მშობლები შეიცვლებიან; რომ ბოლოს და ბოლოს, შეგაქებენ და სიყვარულს გამოამჟღავნებენ.

მაგრამ 70 წელს გადაცილებული მშობლები აღარ შეიცვლებიან. გაიაზრეთ ეს.

9

გადათარგმნეთ მშობლის ენა

მშობელი, რომელსაც საერთოდ არაფრის მიცემა ძალუძს შვილისთვის, საბედნიეროდ, იშვიათია.

სამაგიეროდ ხშირია ისეთი დედა ან მამა, რომლის სიყვარულის ენა ისეთი არ არის, როგორიც შვილს სურს მოისმინოს.

ამიტომ, თუ დედა გამუდმებით გებუზღუნებათ, მაგრამ თან გაუთავებლად გიმზადებთ საყვარელ გემრიელობებს, იცოდეთ ეს მის ენაზე ჟღერს როგორც "საოცრად მიყვარხარ!

10

საყვედური სიკვდილის შემდეგ

ამბობენ, რომ მიცვალებულის მიმართ პრეტენზიის გამოთქმა მიღებული არ არის. მით უმეტეს, თუ საქმე მშობლებს ეხება.

მაგრამ მათ ამით არაფერი დაუშავდებათ, თქვენ კი ძალიანაც დაგეხმარებთ წყენის დავიწყებაში.

ხანდახან მრისხანებისა და პრეტენზიების ამოფრქვევა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ გულში ჩამარხული წყენა გაქრეს და მისი ადგილი სიყვარულმა და მონატრებამ დაიკავოს.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021