მღვდელმსახურმა კაზინოში 500 ათასი ევრო წააგო

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Apr 19, 2018
Help Translate This Item

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ვენეციის გარეუბან მესტრეს ეკლესიის მღვდელმსახური სასამართლოს წინაშე წარსდგა კაზინოში ეკლესიის კუთვნილი 500 ათასი ევროს გაფლანგვისთვის, იუწყება იტალიური მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლავიო გობომ 2016 წლის ოქტომბერში დატოვა ეკლესია და მრევლს წერილი დაუტოვა, რომ გადაიღალა და დასასვენებლად წასვლა გადაწყვიტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გობოს ეკლესიის ანგარიშიდან 500 ათასი ევრო ჰქონდა მოხსნილი.

გამოძიებას გობომ, რომელიც მღვდელმსახურებას ჩამოაშორეს, თავი თამაშზე დამოკიდებულ ავადმყოფად წარუდგინა და დანაშული მოინანია. სამართალდამცველებს მან ყველა დეტალი დაწვრილებით უამბო, თუ სად და რამდენი წააგო.

სასამართლოზე პროკურატურამ ყოფილ მღვდელს იძულებით მკურნალობა დაუნიშნა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ფლავიო გობო უკვე გადიოდა მკურნალობის კურსს.

საბოლოოდ სასამართლომ მას ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა და ასევე დაავალდებულა, დაუბრუნოს ეკლესიას მთელი თანხა.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021